"არსენალმა" დავით თარგამაძის და ჯაბა ლიპარტიას გუნდში აყვანა ვერ მოახერხა

AutoSharing Option
უკრაინული ua-football.com-ის ცნობით, კიევის "არსენალმა" ლეგიონერები ვერ დაიმატა. მიზეზი კი უსახსრობაა.

"არსენალი" პრემიერლიგის ერთადერთი გუნდია, რომელიც ზამთარში ლეგიონერით ვერ გაძლიერდა.

ცნობისათვის, ყოველ ახალ ლეგიონერზე კლუბმა 150 ათასი გრივნა უნდა გადაიხადოს, ამის საშუალება კი დედაქალაქურ კლუბს არ აღმოაჩნდა.

"მეთოფეებში" დავით თარგამაძე და ჯაბა ლიპარტია თურქულ შეკრებაზე იმყოფებოდნენ და ამხანაგურ მატჩებშიც მიიღეს მონაწილეობა.

გუნდში ამავე პერიოდში იყო მცველი თემურ ფარცვანია, რომელიც უკრაინის მოქალაქეა და ის უკვე "დესნაში" გადავიდა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული