- დავიბადე თბილისში, ერთ ჩვეულებრივ ქართულ ოჯახში, სადაც დედა, მამა და ორი ძმა მყავს. მათ ფეხბურთი ძალიან უყვართ. მამაჩემი თვითონაც ყოფილი ფეხბურთელია და ამ სპორტს ბავშვობიდან ვუყურებ. ჩვენ სტადიონზეც დავდიოდით. ყოველთვის დარწმუნებული ვიყავი, რომ ფეხბურთელი გავხდებოდი.
- სად დაიწყე ფეხბურთის თამაში?
- პირველად ოლიმპიურ აკადემიაში ვიყავი, შემდეგ - "ავაზაში", შემდეგ კი - თბილისის "დინამოში". ეს ძალიან კარგი სკოლაა - იქ
- რა იცოდი "ლოკომოტივის" შესახებ აქ მოსვლამდე?
- "ლოკო" რუსეთის ჩემპიონია. ეს შესანიშნავია. როცა "ლოკომოტივის" შემოთავაზების შესახებ გავიგე, ერთი წამითაც არ მიფიქრია. ასეთ კლუბში თამაში ოცნების ახდენას ჰგავს.
- ამ გუნდში ქართველები ყოველთვის იყვნენ...
- და წარმატებაც მოჰქონდათ. ჰო, ბიჭებმა ეს უკვე მითხრა. ვიცი, რომ აქ ზაზა ჯანაშია და მალხაზ ასათიანი თამაშობდნენ. მათ საქართველოში ყველა იცნობს.
- საბა კვირკველიას იცნობდი?
- არა, პირველად აქ შევხვდით. საბა ენობრივი ბარიერის დაძლევაში მეხმარება. ბევრი რამ მესმის, მაგრამ ვერ ვლაპარაკობ. რუსულს ვისწავლი, გპირდებით. საბა რომ არ იყოს, გამიჭირდებოდა.
- ხვიჩა, შენ "ვიკინგთან" ითამაშე და გაიტანე. რას იტყვი?
- კარგი თამაში იყო. მომეწონა, რომ პარტნიორებს გავუგე.
- ვინ არის ყველაზე მეგობრული გუნდში?
- ყველა მეგობრულია. უფრო ახლოს იმათთან ვარ, ვისთანაც საბა ურთიერთობს. დიმა ბარინოვი, რიფატი, ტარასოვი და რა თქმა უნდა, თვითონ საბა.
- მოსკოვში აქამდე ნამყოფი იყავი?
- არასდროს. საინტერესოა, როგორი ქალაქია. მისი მასშტაბი, განსაკუთრებით, პატარა საქართველოს შემდეგ, შთამბეჭდავია. თავიდან ბაზაზე ვიცხოვრებ. შემდეგ კი მინდა ჩემი მშობლებიც ჩამოვიდნენ და ყველაფერი ვანახო. მათთვის ბინას ვიქირავებ. ვნახოთ, როგორ იქნება საქმეები.
- გადმოსვლამდე რუსეთის ჩემპიონატს თუ უყურებდი?
- ხანდახან საინტერესო თამაშებს, ლიდერების მატჩებს ვუყურებდი. აქ გადმოსვლამდე კი, რა თქმა უნდა, დეტალურად შევისწავლე. საინტერესო ჩემპიონატია. ბევრი ორთაბრძოლაა, თუმცა კრეატივის დროც რჩება. იქამდე ვიმუშავებ, სანამ მოედანზე არ მოვხვდები. ბედნიერი ვარ.
- საყვარელი ჩემპიონატი, კლუბი და ფეხბურთელი რომელია?
- ესპანეთის ჩემპიონატი, კლუბი კი მადრიდის "რეალი" და თბილისის "დინამო". საყვარელი ფეხბურთელი კრიშტიანო რონალდოა, ბავშვობის გმირი კი - რონალდინიო.
მოსკოვის "ლოკომოტივმა" ხვიჩა კვარაცხელიას ვიდეოსიუჟეტი მიუძღვნა [VIDEO]