"მაგდებურგი" თითქოს მეორე ბუნდესლიგიდან გასავარდნად იყო განწირული, მაგრამ რაც ამ გუნდში მეკარე გიორგი ლორია გადავიდა, 5 მატჩში 11 ქულა მოიპოვა, 22 ქულით მე-15 ადგილზეა და გასავარდნ ზონას თავი დააღწია.
"მაგდებურგის" გულშემატკივრებმაც ისევ დაიწყეს გუნდის მხარდასაჭერად სტადიონზე სიარული - "პადერბორნთან" შეხვედრას 27 250-იან "MDCC არენაზე" 20 ათასზე მეტი მაყურებელი დაესწრო.
ნახეთ ამ მატჩის ვიდეომიმოხილვა და შეაფასეთ ლორიას თამაში - შეეძლო თუ არა გაშვებული გოლისას თავისი გუნდის გადარჩენა და საერთოდ, რამდენად კარგად ითამაშა.
გიორგიმ 5 შეხვედრაში 3 გოლი გაუშვა, მომავალ ტურში კი "მაგდებურგი", 1-ელ მარტს სტუმრად "დუისბურგს" შეხვდება.
მე უფრო შორიდან დარტყმულის ცხვირწინ მოგერიება არ მომეწონა. უხეში შეცდომა იყო, რომელსაც არ გაპატიებს წესიერი ფორვარდი.
წარმატებები ლორიას, უნდა მოუმატოს გვჭირდება მისი კარგი თამაში :(