გიორგი ხარაიშვილი ცეცხლის ხაზზე - "გეტებორგის" მატჩი ჩაიშალა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
25 თებერვალს, შვედეთის თასზე მე-8 ჯგუფის მე-2 ტურის მატჩი გიორგი ხარაიშვილის "გეტებორგსა" და "გაისს" შორის ჩაიშალა.

საქამე იმაშია, რომ 47-ე წუთზე, როდესაც ანგარიში 0:0 იყო, გულშემატკივრებმა მოედანზე იმდენი პეტარდა ისროლეს, რომ იქაურობა ბრძოლის ველს დაემსგავსა, ფეხბურთელებმა თავს გაქცევით უშველეს და თამაში აღარ განახლებულა.

ხარაიშვილი სასტარტო შემადგენლობაში იყო.

თურმე, ამ გუნდების დერბიში ეს პირველი შემთხვევა როდია - 2012 წელსაც მოხდა მსგავსი რამ და მაშინ გადათამაშება ცარიელ სტადიონზე მოხდა. ამჯერადაც ასე იქნება.

შეხვედრა დღეს განახლდება, სტადიონზე კი მაყურებლები არ დაიშვებიან.
მკითხველის კომენტარები / 1 /
დედა,რა იყო ეს?!ჰა?
აშკარად წინასწარ მოფიქრებული და მომზადებული იყო,მაგრამ ეგენი ხომ ყველას ყველაფერს ჰპატიობენ.
სოსო
13:25 26-02-2019
0

სიახლეები პოპულარული