25 თებერვალს, შვედეთის თასზე მე-8 ჯგუფის მე-2 ტურის მატჩი გიორგი ხარაიშვილის "გეტებორგსა" და "გაისს" შორის ჩაიშალა.
საქამე იმაშია, რომ 47-ე წუთზე, როდესაც ანგარიში 0:0 იყო, გულშემატკივრებმა მოედანზე იმდენი პეტარდა ისროლეს, რომ იქაურობა ბრძოლის ველს დაემსგავსა, ფეხბურთელებმა თავს გაქცევით უშველეს და თამაში აღარ განახლებულა.
ხარაიშვილი სასტარტო შემადგენლობაში იყო.
თურმე, ამ გუნდების დერბიში ეს პირველი შემთხვევა როდია - 2012 წელსაც მოხდა მსგავსი რამ და მაშინ გადათამაშება ცარიელ სტადიონზე მოხდა. ამჯერადაც ასე იქნება.
შეხვედრა დღეს განახლდება, სტადიონზე კი მაყურებლები არ დაიშვებიან.
აშკარად წინასწარ მოფიქრებული და მომზადებული იყო,მაგრამ ეგენი ხომ ყველას ყველაფერს ჰპატიობენ.