"სავარაუდოდ, კარიერას ევროპაში გავაგრძელებ" - რატომ დატოვა ზურიკო დავითაშვილმა "რუბინი"

AutoSharing Option
18 წლის ნახევარმცველმა ზურიკო დავითაშვილმა ყაზანის "რუბინი" დატოვა. ის და კლუბი კონტრაქტის პირობებზე ვერ შეთანხმდნენ და ახალგაზრდა ქართველი ახალი კლუბის ძიებაშია.

Sportall.ge ზურიკოს დაუკავშირდა და მასთან ინტერვიუ ჩაწერა.

- ზურიკო, პირველ რიგში, რა მოხდა "რუბინთან" დაკავშირებით, რატომ წამოხვედი?
- წამოვედი. კონტრაქტის პირობებზე ვერ შევთანხმდით.

- რა გახდა შეუთანხმებლობის მიზეზი?
- შემოთავაზებული კონტრაქტი გრძელვადიანი იყო, მე კი, რა თქმა უნდა, უფრო მოკლევადიანი მინდოდა. კიდევ იყო რაღაც წვრილ-წვრილი საკითხებიც, როგორც ხდება ხოლმე ფეხბურთში.

- მოკლევადიანი გსურდა, რადგან კარიერის სხვაგან გაგრძელების პრობლემა არ
შეგქმნოდა?

- კი, ასეა.

- როგორ გაგრძელდება შენი კარიერა? გაქვს შემოთავაზებები?
- ჯერ ზუსტად არ ვიცი, როგორ და სად, მაგრამ შემოთავაზებები არის. სავარაუდოდ, კარიერას ევროპაში გავაგრძელებ.

- კონკრეტულად საიდან არის შემოთავაზება?
- მხოლოდ ერთ კლუბზე არაა საუბარი. სამწუხაროდ, ჩემპიონატს და კლუბს ჯერჯერობით ვერ დავასახელებ. ახლა მოლაპარაკებების ეტაპზე ვართ.

- სავარაუდოდ, როდის შეიძლება მოლაპარაკებები დასრულდეს?
- ალბათ, მაქსიმუმ ერთ კვირაში.

- საქართველოში დაბრუნება გამორიცხულია?
- სავარაუდოდ, კი, თუმცა გადაჭრით ვერაფერს ვიტყვი.

- ამ კლუბებს შორის რომელიმე რუსული კლუბიც არის?
- არა, რუსული კლუბზე საუბარი აღარ არის. რა თქმა უნდა, საუბარი ეხება ძირითად გუნდს და არა დუბლშემადგენლობას.

altbusiness-gazeta.ru: რატომ არ გაუფორმა "რუბინმა" ზურიკო დავითაშვილს კონტრაქტი?

მკითხველის კომენტარები / 9 /
ვფიქრობ მამის სახით,კარგი მრჩეველი ჰყავს.ცოტა იმისი მეშინია,გადაჭარბებულმა ამბიციებმა არ გაუფუჭოს საქმე.წარმატებები ზურიკოს.
სოსო
26 თებერვალი 2019 13:33
0
რა კარგია, რუსეთის ჩემპიონატს რომ თავი აარიდა. დასაწყისში ავსტრია, ჰოლანდია ან შვეიცარია ნორმალური სტარტია კარიერისთვის. მერე,მარტო ზურაბზეა დამოკიდებული.
მერაბი
26 თებერვალი 2019 12:58
0
ძალიან კარგი...რაც შეიძლება შორს ქართველი ფეხბურთელები რუსული კლუბებისგან! :)
ოთო
26 თებერვალი 2019 12:07
7
ძალაინ კარგია რომ რუსეთში არ ისურვა დიდხანს დარჩენა და ევროპაში უნდა წასვლა, მაგრამ რაც შეიძლება შორსო, ესე თქმაც არ შეიძლება. ჩემგან ანლაიქი შენ :))
შოთა
26 თებერვალი 2019 12:52
9
ძალიან კარგი
Irakli Apkhaidze
26 თებერვალი 2019 12:13
0
ნუთუ ესე მაგარია? ბევრი გვინახავს რიხით მოსაუბრე, ბოლოს უსახელოდ გამქრალი. ვინ არის ამის მენეჯერი? შეიძლება მაგარია, მაგრამ მენეჯერი არ ვარგოდეს. ჰო, კიდევ გამართლებასაც უდიდესი მნიშვნელობა აქვს. ტრამვებს, რა გუნდში მოხვდები. მოკლედ წარმატებები. ოღონდ ჩვენ ნუ ავიყვანთ ჯერ ცაში.
რაიო
26 თებერვალი 2019 13:17
1
მაგათმა კვირკველია დასვეს სკამზე და კაცი რუსეთის პრემიერლიგის საუკეთესო ფეხბურთელია ვერ აფასებენ ქართველებს
irakli
26 თებერვალი 2019 21:50
0
Dzalian adre da cudad wavida Tbilisis Dinamodan(
Caruzo 9
26 თებერვალი 2019 16:32
4
რუბინში სხვას ამბობენ. თავი ისე ვერ წარმოაჩინა, როგორი ამბიციებიც ჰქონდა კლუბთან მიმართებაშიო და ჩვენ თუ გვიწევს ვინმეს გაზრდა და გზაზე დაყენება, მაშინ ჩვენ, ჩვენი მოთხოვნების პრინციპის ერთგულნი ვრჩებითო. ერთი პრინციპი ისიც არის, აქაურებს, ჩამოსული ლეგიონერი, თავის წლოვან ბიჭებს ათი თავით უნდა სჯობდეს. მას კი ამისთვის ბევრი აქვს სამუშაოო.
gogi
26 თებერვალი 2019 13:54
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული