"ზორიას" მწვრთნელი: დამავიწყდა, რომ ჯაბა ლიპარტია ქართველი იყო და შევაგინე

AutoSharing Option
ლუგანსკის "ზორიას" მთავარმა მწვრთნელმა იური ვერნიდუბმა Tribuna.com-თან საუბრისას წლების წინ ჯაბა ლიპარტიასთან დაკავშირებული ინციდენტი გაიხსენა.

"ჯაბა ლიპარტიასთან ერთ-ერთ შეკრებაზე ინციდენტი მოხდა. არ მახსოვს, ვისთან ვთამაშობდით. ართმევაზე კარგად ვერ თამაშობდა. დამავიწყდა, რომ ქართველია და  შევაგინე - "## #### ####" (ვიდეოში არ ისმის, რა წინადადებას ამბობს ვერნიდუბი) ვუთხარი.

მივხვდი, რომ არასწორად მოვიქეცი. დავინახე, რომ პირდაპირ მიყურებდა და თვალები სისხლით ჰქონდა სავსე. თუმცა კარგად მოიქცა - არაფერი მითხრა.

მატჩის შემდეგ მთელი გუნდის წინაშე ვუთხარი, რომ ისე არ მოვიქეცი, როგორც მწვრთნელი უნდა იქცეოდეს. ვუთხარი,
რომ ვიცოდი მისი ქართველობის შესახებ და ეს სიტყვები არც მას და არც მის დედას არ ეხებოდა. მომხდარის გამო კი ბოდიში მოვუხადე" - თქვა ვერნიდუბმა.

ჯაბა ლიპარტია ლუგანსკის "ზორიაში" 6 წლის განმავლობაში თამაშობდა, ვერნიდუბი კი უკრაინულ კლუბს დღემდე წვრთნის.

altჯაბა ლიპარტია "არსენალში" ჩაირიცხა

მკითხველის კომენტარები / 9 /

სემიძლია შემოგთავაზოთ ინტერვიუ ტრაქტორისტთან (რუს), სადაც ის ამბობს: "მი მატომ ნე რუგაემსია, მი მატომ რაზგავარივაემ"
გუჯა
27 თებერვალი 2019 15:48
0
რაო? გამოდის, რომ ჩუქჩას სულ დედა უნდა აგინო იმიტომ, რომ ჩუქჩაა???
კ ო მ ბ ლ ე
27 თებერვალი 2019 14:11
0
არა ჯიგარო! აქ სხვა რამეზე იყო აქცენტი და ალბათ ყველა ვერ ჩაწვდა ))) რუსს მაგალითად გინდა ამერიკელს ანდა ევროპელს (ყველას არა) რომ შეაგინო დედა ისეთი რეაქცია არ ექნება, როგორიც ქართველს, ჩეჩენს და კიდევ რამდენიმეს. ეს იყო და ეს, თორემ არავის არ უნდა შეაგინო, მითუმეტეს დედა. უბრალოდ ამ კაცმა ქართველების დედისასმი პატივისცემას გაუსვა ხაზი
ლოგიკა
01 დეკემბერი 2020 23:04
0
კანეშნა :D :D
fsiuuu
01 დეკემბერი 2020 22:35
0
ეგ მიმართვაა უბრალოდ მათთვის და დედის გინებად არ ითვლება, უფრო შეიძლება ითქვას ,,ამის დედაც ...-ს" ნიშნავს.
bs
27 თებერვალი 2019 13:08
0
ვერ დავიჯერებ, რომ მისი ქართველობა არ ახსოვდა და ვერც იმას, რომ საპასუხოდ ტკბილი სიტყვები არ მიიღო :))))
:)))))
26 თებერვალი 2019 18:05
6
ჰაჰ ბეწვზეა გადარჩენილი, ისე რუსებს და უკრაინელებს გინება ჩვეულებრივ მიმართვად აქვთ.
semi
26 თებერვალი 2019 17:56
1
ქართველები საკუთარ დედას ბევრად ხშირად აგინებენ, ვიდრე რუსები სხვისას. ეს ბევრად დამამცირებელია!
semi-ს
27 თებერვალი 2019 09:46
0
აბა ჩადი გორის რაიონში,როგორ მიმართავენ ერთმანეთს მეგობრები :-) ყველაფერს რუსებს და უკრაინელებს ნუ დავაბრალებთ(მიუხედავად იმისა,რომ არ ამომდის მზე და მთვარე არვერთზე)
:-)
27 თებერვალი 2019 00:40
0

სიახლეები პოპულარული