"ვორსკლამ" ანდრო გიორგაძეს კონტრაქტი გაუგრძელა

AutoSharing Option
"ვორსკლამ" 22 წლის ქართველ მცველს ანდრო გიორგაძეს ხელშეკრულება გაუხანგრძლივა.

ის პოლტავურ გუნდში 2019/2020 წლის სეზონის ბოლომდე ითამაშებს.

გიორგაძე "ვორსკლაში" 2017 წლის ზაფხულში გადავიდა და ამ ხნის განმავლობაში ყველა ტურნირზე 14 მატჩში მიიღო მონაწილეობა.

"ვორსკლა" 19 ტურის შემდეგ უკრაინის ჩემპიონატზე 27 ქულით მე-7 ადგილზეა და მის ღირსებას ნახევარმცველი სანდრო კობახიძე იცავს.

მკითხველის კომენტარები / 1 /
Ristvis?
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული