გიორგი წიტაიშვილი: საქართველოს ნაკრები? როგორც სურკისი იტყვის, ისე იქნება

AutoSharing Option
18 წლის გიორგი წიტაიშვილი ახალგაზრდულ ჩემპიონთა ლიგაზე "იუვენტუსის" წინააღმდეგ მოგებულ (3:0) მატჩში მოედანზე ერთ-ერთი საუკეთესო იყო. გარდა ამისა, ახალგაზრდა შემტევს უკრაინის პრემიერლიგაში დებიუტი ჰქონდა.

Sportall.ge გიორგის კიევში დაუკავშირდა და მასთან ინტერვიუ ჩაწერა:

- მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო კლუბის ახალგაზრდული გუნდი დაამარცხეთ, მოგვიყევი მატჩის შესახებ...
- კი, "იუვენტუსი" გრანდია, მაგრამ ყველამ იცის, რომ კიევის "დინამოს" აკადემია ძალიან ძლიერია. კარგად ვემზადებოდით ამ თამაშისთვის. მოვიგეთ დიდი სხვაობით. ამასთან ერთად, უკეთესი თამაშიც ვაჩვენეთ. ჩვენ ჩვენი მიზანი გვაქვს და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ "დინამოსა" და უკრაინული ფეხბურთისთვის
ისტორია დავწეროთ.

- უკვე მეორედ ითამაშე პირველ გუნდში. როგორ ფიქრობ, როდის მოახერხებ, ძირითადი შემადგენლობის სრულფასოვანი მოთამაშე გახდე?
- მინდა, რაც შეიძლება მალე გავხდე. მე მზად ვარ, მაგრამ ჯერ უნდა დავუმტკიცო მწვრთნელებსა და ხალხს, რომ პირველ გუნდში თამაშის ღირსი ვარ.

- როგორ ხედავ შენს მომავალს და რამდენ ხანს წარმოგიდგენია შენი თავი "დინამოში"?
- მე "დინამოსთან" 5-წლიან კონტრაქტს მოვაწერე ხელი. მინდა, რომ ჩემს გუნდთან ერთად ტიტულები მოვიგო და როგორც ფეხბურთელი, გავიზარდო.

- დაიწერა, რომ "ოლიმპიაკოსს" შენი შეძენის სურვილი აქვს. ამასთან დაკავშირებით რა ინფორმაცია გაქვს?

- მათთან კონტაქტი არ მქონია, ასეთ რაღაცებს ყურადღებას არ ვაქცევ. მე ვარ კიევის "დინამოს" ფეხბურთელი და ვიცი, რომ კარიერას აქ გავაგრძელებ.

- ანუ ამასთან დაკავშირებით ინფორმაცია არ გაქვს?
- არაფერი ვიცი და ვერ გეტყვით, არც გამიგია და არც მიკითხავს. ახლა ჩემი მიზანია, ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელი და გუნდის ლიდერი გავხდე.

- რაც შეეხება საქართველოს ნაკრებს - ლევან კობიაშვილმა თქვა, რომ შენთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს, თუმცა სიტუაციას ართულებს ის, რომ სხვა ქვეყნის ასაკობრივ ნაკრებში ითამაშე და ქართული პასპორტი არ გაქვს...
- მე ამ საკითხს ჩემი კლუბის და პრეზიდენტის გარეშე ვერ გადავწყვეტ. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან ამასთან დაკავშირებით საუბარი ნამდვილად გვქონდა. დაუკავშირდებიან "დინამოს" პრეზიდენტს და გადაწყვეტენ. როგორ გადაწყდება, არ ვიცი.

- ამასთან კლუბი რა კავშირშია, აქ ხომ საქმე ეროვნულ ნაკრებს ეხება?
- საქართველოს ნაკრებში თამაშის სურვილი მაქვს, თუმცა მე დღეს უკრაინის მოქალაქე ვარ. აქ ბევრი საკითხი და ნიუანსია, რომელიც კლუბთან უნდა გადაწყდეს. მე არ მინდა, მათ ხელი შევუშალო და ეს საკითხი უპრეზიდენტოდ გადაწყდეს.

- თუ არჩევანი შენი გასაკეთებელი იქნება, მზად ხარ, საქართველოს ნაკრები აირჩიო?
- როგორც იგორ მიხაილოვიჩ სურკისი იტყვის, ისე იქნება.
მკითხველის კომენტარები / 80 /
shvili rogorc shen ginda ise unda iyos, ra surkisi, magram getyoba ar ginda bizia sakartvelos nakrebshi tamashi da eseti pexburtelebi ar gvchirdeba nakrebshi, is pexburtelebi aviyvanot da vatamashot visac kartulad uzgers guli!!!
სანდრო
18:54 06-03-2019
2
შენაირი არასერიოზული არც მინდა საქართველოს ნაკრებში იყოს. ეროვნულ ნაკრებში თამაში თუ გინდა ეს არ არის ვიღაც სურკისის გადასაწყვეტი. თუ არ გინდა ნუ გინდა არავინ შეგეხვეწება
ჯიჯი90
18:31 01-03-2019
8

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული