ეს ახალგაზრდა მოთამაშის მეორე ოფიციალური შეხვედრაა კიეველთა შემადგენლობაში. "დინამოს" რიგებში პირველად მან ევროპალიგის ჯგუფურ ეტაპზე "იაბლონეცის" წინააღმდეგ ითამაშა.
ქართველი ფეხბურთელი თამაშში 70-ე წუთზე ესპანელი ფრან სოლის მაგივრად ჩაერთო. ამ დროს ანგარიში 4:0 იყო.
19 ტურის შემდეგ კიევის "დინამო" უკრაინის პრემიერლიგაში მეორე ადგილზეა და ლიდერ "შახტარს" 7 ქულით ჩამორჩება.
გიორგი წიტაიშვილის შეძენა "ოლიმპიაკოსს" სურს - კიევის "დინამომ" ტრანსფერში დიდი თანხა მოითხოვა