"რუბინის" მწვრთნელი: დავითაშვილთან დაკავშირებით პრობლემები მის მშობლებთან უფრო გვაქვს

AutoSharing Option
ყაზანის "რუბინის" მთავარმა მწვრთნელმა ყურბან ბერდიევმა ახალგაზრდა შემტევ ზურიკო დავითაშვილის შესახებ ისაუბრა.

მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ქართველმა კლუბი დატოვა, მისი დაბრუნების შანსი არსებობს.

"რაც შეეხება დავითაშვილს, პრობლემები მის მშობლებთან უფრო გვაქვს. ჩვენ ამ ბიჭთან შეხვედრას ვაპირებთ. მას სხვა შემოთავაზებებიც აქვს, თუმცა ყველაფერი შეიძლება მოხდეს. შეიცვლის თუ არა აზრს? ეს ნამდვილად შესაძლებელია" - ციტირებს ბერდიევის სიტყვებს Championat.com-ი.

ზურიკო დავითაშვილმა "რუბინში" რამდენიმე დღე გაატარა და ამხანაგურ მატჩებშიც მიიღო მონაწილეობა.

როგორც ახალგაზრ
და ფეხბურთელმა Sportall.ge-სთან საუბრისას განაცხადა, ის კლუბს ხელშეკრულების ვადაზე ვერ შეუთანხმდა და კარიერას, სავარაუდოდ, ევროპაში გააგრძელებს.

alt"სავარაუდოდ, კარიერას ევროპაში გავაგრძელებ" - რატომ დატოვა ზურიკო დავითაშვილმა "რუბინი"

altრუსული გამოცემა Sportall.ge-სთან დავითაშვილის ინტერვიუს პასუხობს: "რუბინი" მზადაა დათმობებზე

მკითხველის კომენტარები / 1 /
ზოგი ჭირი მარგებელიაო.) გენტში გადადის , გადაწყვეტილია და მიულოცოთ. ჩაკვეტაძე კი 6 თვე ვერ ითამაშებსო, ჯვარედინი ქონია დაზიანებული :(
europe
14:24 01-03-2019
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული