ლაზარე კუპატაძე კარიერას ლუქსემბურგის "ჟენესში" გააგრძელებს

AutoSharing Option
23 წლის მეკარემ ლაზარე კუპატაძემ "საბურთალო" თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა და ლუქსემბურგის "ჟენესში" გადავიდა.

"ჟენესმა" კუპატაძეს 1.5-წლიანი კონტრაქტი გაუფორმა.

"ზამთრის სატრანსფერი ფანჯრისას ჩვენმა გუნდმა მეორე ფეხბურთელი დაიმატა. საქართველოს ნაკრების მეკარეს ლაზარე კუპატაძეს 1.5-წლიანი კონტრაქტი გავუფორმეთ. ყველა ფორმალობა მოგვარებულია, მას უკვე შეუძლია ჩვენი გუნდის ღირსება დაიცვას.

ლაზარეს ჩვენს გუნდში ჩარიცხვამ ბევრი გააკვირვა, რადგან კევინ სომერის და ლუკა ივესიჩის სახით ძალიან კარგი გოლკიპერები გვყავს.

კუპატაძეს შეუძლია მომავალ ევროპირველობაზე იასპარეზოს, რადგან საქართველოს ნაკრებს ერთა ლიგიდან ამ ტურნირზე გასვლის შანსი აქვს. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ
მისი დამატება. დარწმუნებული ვართ, რომ ის მალე გაივლის ადაპტაციას და გუნდისთვის სასარგებლო მოთამაშე იქნება", - წერს კლუბის საიტი.

"ჟენესი" 14 ტურის შემდეგ 30 ქულით ჩემპიონატის ლიდერია.
მკითხველის კომენტარები / 10 /
განა რას უხდიან ლუქსემბურგში რომ გადავიდა სათამაშოდ??? ჭკუა ჰქონდა საერთოდ თავში? საქართველოს ჩემპიონატი რომ მაგაზე მაღალი დონისაა ეგ მაინც ვიცით და საბურთალო რომ ჟენესს მოუგებს
Georgian
02 მარტი 2019 16:49
0
თუ პირველ მეკარეობას მოახერხებს კარგია ვინმე შეამჩნევს და უKეთეს ადგილას გადავა, მარა თუ სკამზე დარჩა თანაც ლუქსემბურგში, მაშინ არ ვიცი რა ძაან ცუდი იქნება.
ytyt
01 მარტი 2019 14:39
1
საინტერესოა ბერმუდის ჩემპიონატი თუ ტარდება? აი თუ აქვთ ჩემპიონატი აი ეგ იქნება უდიდესი ტრამპლინი ჩვენებისთვის ევროპაში დასამკვიდრებლად.თუ არა და აგერ არის ანტარქტიდის კონტინენტი და თეთრ დათვებსა და პინგვინებში ნაღდად არ გაუჭირდებათ ჩემპიონობა
kote
01 მარტი 2019 13:20
1
მეტს გადაუხდიან: საჭიროა და გასაგებია, მაგრამ, მესამე მეკარედ ყოფნა, გამოადგება, განა, კარიერულ წინსვლაში 23 წლის კაცს?!
N
01 მარტი 2019 10:33
1
ძალიან კარგად მოიქცა რომ წავიდა.რომელი იტყოდით ლუქსემბურგში ცხოვრებაზე უარს?
გელა ნუგზარაშვილი
01 მარტი 2019 10:25
6
კარიერული წინსვლა
irakli
01 მარტი 2019 10:05
0
ესა ხო ნაკრების წევრი:) რა დონის ჩემპიონატი გვაქ ღმერთო როდის გვეშველება
გოგა
01 მარტი 2019 09:48
0
Sruli gaugebroba.ratom?ristvis?
Kika
01 მარტი 2019 09:32
0
ორი მეკარე ყოლიათ. მესამე კიპერად წასვლა ცოტა უცნაურად მეჩვენება, თანაც ლუქსემბურგის პირველობაზე. თუ შემდგომ ტრამპლინად ასე აჯობებს, კარგია. წარმატებები ლაზარეს!
მერაბი
01 მარტი 2019 09:31
2
Euh.seriozul gundshi gadasula magari presfeqtiuli chempionatia.she kai adamiano ro midixar uketes gundshi da uketes chempionatshi xo unda waxvide davijero exla jenesia tu ragac saburtaloze kai gundia?
Ali
01 მარტი 2019 07:34
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული