ლაზარე კუპატაძე კარიერას ლუქსემბურგის "ჟენესში" გააგრძელებს

AutoSharing Option
23 წლის მეკარემ ლაზარე კუპატაძემ "საბურთალო" თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა და ლუქსემბურგის "ჟენესში" გადავიდა.

"ჟენესმა" კუპატაძეს 1.5-წლიანი კონტრაქტი გაუფორმა.

"ზამთრის სატრანსფერი ფანჯრისას ჩვენმა გუნდმა მეორე ფეხბურთელი დაიმატა. საქართველოს ნაკრების მეკარეს ლაზარე კუპატაძეს 1.5-წლიანი კონტრაქტი გავუფორმეთ. ყველა ფორმალობა მოგვარებულია, მას უკვე შეუძლია ჩვენი გუნდის ღირსება დაიცვას.

ლაზარეს ჩვენს გუნდში ჩარიცხვამ ბევრი გააკვირვა, რადგან კევინ სომერის და ლუკა ივესიჩის სახით ძალიან კარგი გოლკიპერები გვყავს.

კუპატაძეს შეუძლია მომავალ ევროპირველობაზე იასპარეზოს, რადგან საქართველოს ნაკრებს ერთა ლიგიდან ამ ტურნირზე გასვლის შანსი აქვს. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ
მისი დამატება. დარწმუნებული ვართ, რომ ის მალე გაივლის ადაპტაციას და გუნდისთვის სასარგებლო მოთამაშე იქნება", - წერს კლუბის საიტი.

"ჟენესი" 14 ტურის შემდეგ 30 ქულით ჩემპიონატის ლიდერია.
მკითხველის კომენტარები / 10 /
ესა ხო ნაკრების წევრი:) რა დონის ჩემპიონატი გვაქ ღმერთო როდის გვეშველება
გოგა
09:48 01-03-2019
0
Sruli gaugebroba.ratom?ristvis?
Kika
09:32 01-03-2019
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული