ლაზარე კუპატაძე კარიერას ლუქსემბურგის "ჟენესში" გააგრძელებს

AutoSharing Option
23 წლის მეკარემ ლაზარე კუპატაძემ "საბურთალო" თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა და ლუქსემბურგის "ჟენესში" გადავიდა.

"ჟენესმა" კუპატაძეს 1.5-წლიანი კონტრაქტი გაუფორმა.

"ზამთრის სატრანსფერი ფანჯრისას ჩვენმა გუნდმა მეორე ფეხბურთელი დაიმატა. საქართველოს ნაკრების მეკარეს ლაზარე კუპატაძეს 1.5-წლიანი კონტრაქტი გავუფორმეთ. ყველა ფორმალობა მოგვარებულია, მას უკვე შეუძლია ჩვენი გუნდის ღირსება დაიცვას.

ლაზარეს ჩვენს გუნდში ჩარიცხვამ ბევრი გააკვირვა, რადგან კევინ სომერის და ლუკა ივესიჩის სახით ძალიან კარგი გოლკიპერები გვყავს.

კუპატაძეს შეუძლია მომავალ ევროპირველობაზე იასპარეზოს, რადგან საქართველოს ნაკრებს ერთა ლიგიდან ამ ტურნირზე გასვლის შანსი აქვს. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ
მისი დამატება. დარწმუნებული ვართ, რომ ის მალე გაივლის ადაპტაციას და გუნდისთვის სასარგებლო მოთამაშე იქნება", - წერს კლუბის საიტი.

"ჟენესი" 14 ტურის შემდეგ 30 ქულით ჩემპიონატის ლიდერია.
მკითხველის კომენტარები / 10 /
განა რას უხდიან ლუქსემბურგში რომ გადავიდა სათამაშოდ??? ჭკუა ჰქონდა საერთოდ თავში? საქართველოს ჩემპიონატი რომ მაგაზე მაღალი დონისაა ეგ მაინც ვიცით და საბურთალო რომ ჟენესს მოუგებს
Georgian
16:49 02-03-2019
0
თუ პირველ მეკარეობას მოახერხებს კარგია ვინმე შეამჩნევს და უKეთეს ადგილას გადავა, მარა თუ სკამზე დარჩა თანაც ლუქსემბურგში, მაშინ არ ვიცი რა ძაან ცუდი იქნება.
ytyt
14:39 01-03-2019
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული