ფოტო: As.com
ესპანური სპორტული გამოცემა AS-ის ინფორმაციით, "სარაგოსას" ქართველი ნახევარმცველი გიორგი პაპუნაშვილი კლუბმა სამკურნალოდ საქართველოში გამოუშვა.გიორგი თბილისში დაახლოებით ერთი კვირის განმავლობაში დარჩება და ეროვნული ნაკრების ექიმ მერაბ ვარძუკაშვილთან იმკურნალებს.
ქართველ ფეხბურთელს ტრავმის გამო თითქმის 5 თვე გაუცდა. ტრავმის მორჩენის შემდეგ ის მოედანს დაუბრუნდა, გოლის გატანაც მოახერხა, თუმცა დაზიანებამ თავი კვლავ შეახსენა.
პაპუნაშვილს გასულ პარასკევს "ალმერიასთან" მატჩში მონაწილეობა უნდა მიეღო, თუმცა, როგორც "სარაგოსას" დამრიგებელმა ვიქტორ ფერნანდესმა განაცხადა, ქართველმა ფეხში კვლავ დისკომფორტი იგრძნო.
"გიორგი პაპუნაშვილის უცნაური ამბავი გრძელდება" - ქართველი კვლავ ტრავმირებულია