"შახტარმა" 7 მარტს ღია ვარჯიში ჩაატარა, რომელსაც ჟურნალისტებიც დაესწრნენ.
როგორც იტყობინებიან, მცირე ტრავმა აქვს მცველს დავით ხოჭოლავას და მან ინდივიდუალურად ივარჯიშა.
ხოჭოლავამ უკანასკნელ მატჩებში შეუცვლელად ითამაშა და ჯერ უცნობია, იასპარეზებს თუ არა 10 მარტს ჩემპიონატის 21-ე ტურში "კარპატისთან".
"კარპატიში" დაბრუნდა პირველ წრეში "რიგაში" განათხოვრებული მცველი ნიკა სანდოხაძე და გუნდის ძირითად შემადგენლობაშიც დამკვიდრდა.
დავით ხოჭოლავა უკრაინის პრემიერლიგის მე-20 ტურის სიმბოლურში მოხვდა
დავით ხოჭოლავა - დაშვებულ შეცდომებზე: ინდივიდუალური შეცდომები ნებისმიერმა შეიძლება დაუშვას