გიორგი ლორიამ ბურთი "ცხრიანიდან გამოაძრო", თუმცა "მაგდებურგის" მაინც დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
მე-2 ბუნდესლიგის 25-ე ტურში "მაგდებურგი" საკუთარ მოედანზე აუტსაიდერ "სანდჰაუსენთან" 0:1 დამარცხდა.

გოლი გიორგი ლორიას პირისპირ გასულმა ვოოტენმა 73-ე წუთზე გაუტანა. სტუმრებს უფრო დიდი ანგარიშითაც შეეძლოთ მოგება, მაგრამ მეტოქის დარტყმული ბურთი გიორგიმ "ცხრიანიდან გამოაძრო".

"მაგდებურგი" 22 ქულით მე-15 ადგილზეა, გასავარდნ ზონას 1 ქულა აშორებს და 16 მარტს, მორიგ ტურში დრეზდენში "დინამოს" შეხვდება.

მაგდებურგი. "MDCC-არენა". 19 645 მაყურებელი
მაგდებურგი - სანდჰაუსენი 0:1
გოლი: ვოოტენი (73)


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული