"შახტარის" ქართველი მცველი დავით ხოჭოლავა კვლავ შეიყვანეს უკრაინის პრემიერლიგის სიმბოლურ ნაკრებში.
უკრაინის პრემიერლიგის საიტმა 21-ე ტურის სიმბოლური InStat-ის მონაცემების მიხედვით შეადგინა და მასში ისევ შეიყვანა ხოჭოლავა.
დავითმა "კარპატისთან" მოგებულ მატჩში (5:0) შეუცვლელად ითამაშა და სპეციალისტების მაღალი შეფასებაც დაიმსახურა.
მან ჩემპიონატის 16 შეხვედრაში 1 გოლი გაიტანა.