ფოტო: Kaagent.be
19 წლის ქართველი ნახევარმცველი რამდენიმეკვირიანი ტრავმის შემდეგ გუნდს დაუბრუნდა და "სენტ ტრუიდენთან" გასამართ მატჩში მონაწილეობას მიიღებს.
ახალგაზრდა მოთამაშემ ბოლო 3 თვის განმავლობაში მხოლოდ 2 შეხვედრაში ითამაშა და 30 იანვრის შემდეგ მოედანზე აღარ გამოსულა.
"კვირას "გენტს" შეეძლება გამოიყენოს ძლიერი, მოქნილი და ტექნიკური ფეხბურთელი გიორგი ჩაკვეტაძე, რომელმაც გუნდთან ერთად ივარჯიშა. დიდი ალბათობით, ის "სენტ ტრიუდენთან" ითამაშებს", - წერს voetbalnieuws.be.
გიორგი ჩაკვეტაძის და გიორგი ქვილითაიას გუნდი კვირას, 17 მარტს "სენტ ტრუიდენთან" იუპერლიგის დასკვნითი, 30-ე ტურის მატჩს გამართავს.
ამ ეტაპზე "გენტი" მე-6
ვარჯიშის განახლების მიუხედავად, გიორგი ჩაკვეტაძე საქართველოს ეროვნული ნაკრების განაცხადში ვერ მოხვდა და შვეიცარიასა და ირლანდიასთან გასამართ მატჩებში მონაწილეობას ვერ მიიღებს.
ერთი დებიუტანტით და ჩაკვეტაძის გარეშე - საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია