სასიხარულო ამბავი - გიორგი ჩაკვეტაძემ გუნდთან ერთად ივარჯიშა და მოედანს უბრუნდება

AutoSharing Option
ფოტო: Kaagent.be

19 წლის ქართველი ნახევარმცველი რამდენიმეკვირიანი ტრავმის შემდეგ გუნდს დაუბრუნდა და "სენტ ტრუიდენთან" გასამართ მატჩში მონაწილეობას მიიღებს.

ახალგაზრდა მოთამაშემ ბოლო 3 თვის განმავლობაში მხოლოდ 2 შეხვედრაში ითამაშა და 30 იანვრის შემდეგ მოედანზე აღარ გამოსულა.

"კვირას "გენტს" შეეძლება გამოიყენოს ძლიერი, მოქნილი და ტექნიკური ფეხბურთელი გიორგი ჩაკვეტაძე, რომელმაც გუნდთან ერთად ივარჯიშა. დიდი ალბათობით, ის "სენტ ტრიუდენთან" ითამაშებს", - წერს voetbalnieuws.be.

გიორგი ჩაკვეტაძის და გიორგი ქვილითაიას გუნდი კვირას, 17 მარტს "სენტ ტრუიდენთან" იუპერლიგის დასკვნითი, 30-ე ტურის მატჩს გამართავს.

ამ ეტაპზე "გენტი" მე-6
ადგილზე იმყოფება და თუ სტუმრად მეტოქესთან არ დამარცხდება, ასპარეზობას საჩემპიონო პლეი-ოფში გააგრძელებს.

ვარჯიშის განახლების მიუხედავად, გიორგი ჩაკვეტაძე საქართველოს ეროვნული ნაკრების განაცხადში ვერ მოხვდა და შვეიცარიასა და ირლანდიასთან გასამართ მატჩებში მონაწილეობას ვერ მიიღებს.

altერთი დებიუტანტით და ჩაკვეტაძის გარეშე - საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

მკითხველის კომენტარები / 15 /
ყოჩაღ გენტსაც და ფედერაციასაც! ჩვენი ნაკრებისთვის ტრავმირებულია და გენტისთვის არა? მაინტერესებს ჩვენებიდან ვინმე ჩავიდა საერთოდ ბელგიაში ან ესაუბრა ჩაკვეტაძეს პირადად ? რას ნიშნავს კვირას ითამაშებს, რა სულ ვიღაცის მამაძაღლობას ეწირება ნაკრები ? შეიყვანეთ განაცხადში!!!!!
გადასარევი გიორგი
18:40 14-03-2019
2
ჩაკვეტაძის 10 წუთი აჯობებს ზოგიერთის 90 წუთის თამაშს
irakli
18:33 14-03-2019
1

სიახლეები პოპულარული