როგორ შეიცვლებოდა ჯანოს ხელფასი "ვიტესში" - ანანიძის აგენტი არშემდგარი ტრანსფერის დეტალებზე საუბრობს

AutoSharing Option
სეზონის ბოლომდე არნემის "ვიტესში" იჯარით გადასვლის შემთხვევაში, ჯანო ანანიძე დაახლოებით 300 000 ევროს დაკარგავდა, - ამის შესახებ რუსულ ტელევიზიაზე გადაცემა "ინსაიდერებში" ანანიძის აგენტმა თემურ ლეფსაიამ განაცხადა.

"ვერ ვიტყვი, რომ როდესაც ჯანო "სპარტაკს" კონტრაქტის გახანგრძლივებაზე ესაუბრებოდა, ეს მოლაპარაკებები რთულად მიდიოდა. პირიქით - ორივე მხარეს სურდა ახალი კონტრაქტის გაფორმება. ამიტომაც ყველაფერი ძალიან სწრაფად მოგვარდა.

არანაირი გლობალური უთანხმოება არ ყოფილა - ხელმძღვანელობას მისი დატოვება სურდა, მწვრთნელს მისი იმედი ჰქონდა და ჯანოსაც "სპარტაკის" რიგებში დარჩენა სურდა.

სხვათა შორის, იგივე მოხდა "კრილიაში" გადასვლის შემთხვევაშიც. ჯანოს
უთხრეს, რომ "სპარტაკში" მას ვერ მიეცემა იმდენი სათამაშო დრო, რამდენიც მას სურს. ბოჟოვიჩთან კი მას შესანიშნავი ურთიერთობა აქვს. ამიტომ აქაც ყველაფერი იოლად მოგვარდა.

"კრილიაში" გადასვლისას ფინანსური საკითხი საერთოდ არ დამდგარა, რასაც ვერ ვიტყვი "ვიტესზე". ჰოლანდიელებს ძალიან უნდოდათ ჯანოს გაფორმება. ჩვენ ბევრჯერ ვესაუბრეთ მათ მთავარ მწვრთნელ ლეონიდ სლუცკის.

ჯანოსაც სურდა, საკუთარი ძალები ევროპაში მოესინჯა, მიუხედავად იმისა, რომ "ვიტესში" გადასვლის შემთხვევაში ის 5 თვეში დაახლოებით 300 000 ევროს დაკარგავდა. თუმცა ეს ტრანსფერი ჩაიშალა", - განაცხადა თემურ ლეფსაიამ.

 

alt"კრილია სოვეტოვმა" "ენისეი" გაანადგურა - ჯანო ანანიძემ კარგი მატჩი ჩაატარა და სანაკრებოდ მზადაა

altჯანო ანანიძე რუსეთის პრემიერლიგის ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა
alt"კრილიაში" მეტი ექნება - "ვიტესის" რუსმა მწვრთნელმა ჯანო ანანიძის ხელფასზე ისაუბრა

alt"ვიტესში" გადასვლა მსურდა, მაგრამ არ გამოვიდა, მივდივარ "კრილიაში" - ჯანო ანანიძე "კრილია სოვეტოვის" ფეხბურთელია

მკითხველის კომენტარები / 4 /
ჩვენ კი ვწერდით უნდა გადავიდეს ვიტესშიო,მაგრამ როგორია 300000 დაკარგვა? 1 მილიონს ეხუმრები?
გიორგი
18 მარტი 2019 17:03
14
აგენტმა თქვა რომ მიუხედავად იმისა რომ ჯანო 300 ათასს კარგავდა მაინც მზად იყო რომ ძალა ევროპაში მოესინჯა, მაგრამ ტრანსფერი ჩაიშალაო, რა მიზეზიდ არ უთქვამს!
fsiuuu
18 მარტი 2019 18:54
0
fuli araa mtavari tu kargad itamasheb fuli tavisit mova es unda esmodes janos tan evropuli fexburti sul sxvaa. fexburti da ruseti sasaciloa
geno
18 მარტი 2019 19:00
10
სამ თუმნად უკვე პარლამენტარები იხდიან და ტრისტო ტიში??? ხუმრობთ ტოო???
მაგ ფასად ტანზანიაში და ჩუკმეკების დემოკრატიულ რესპუბლიკაში პრეზიდენტს დაგიკლავენ, შეგიწვავენ და მოგართმევენ ტყემლით
კ ო მ ბ ლ ე
19 მარტი 2019 02:13
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული