![](https://sportall.ge/pictures/image5/4eeddeb5f56c8d90e9edb36d34eed348.jpg)
"კრილია სოვეტოვის" ქართველმა ნახევარმცველმა ჯანო ანანიძემ სამარულ გუნდში პირველივე მატჩში "ლოკომოტივს" გოლი გაუტანა და matchpremier.ru-მ მე-18 ტურის სიმბოლურ ნაკრებში შეიყვანა.
championat.com-ი ქართველის კარგ თამაშს აღნიშნავს და წერს, რომ მან "სპარტაკში" დასაბრუნებლად პირველი ნაბიჯი გადადგა.
ეს შეხვედრა კი, რომელიც 2:2 დასრულდა, მეტად დაძაბული გამოდგა, მსაჯმა ჯერ მოსკოველებს გაუძევა ფეხბურთელი, მერე კი სამარელებს. ხშირი იყო შეხლა-შემოხლა და მსაჯმა "ლოკოს" მცველს, საბა კვირკველიას ყვითელი ბარათი უჩვენა.
![ჯანო ანანიძე რუსეთის პრემიერლიგის ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა Sportall.Ge](/pictures/artimages/original/14555b03d86c556fb4c938f8f08cb8b6.jpg)