სანაკრებო პაუზის დროს მისმა გუნდმა "ორგრიტის" წინააღმდეგ ამხანაგური მატჩი გამართა და მეტოქეს 1:0 სძლია.
შეხვედრის ერთადერთი გოლი რობინ სოდერმა 56-ე წუთზე გიორგი ხარაიშვილის შესანიშნავი გამჭოლი გადაცემის შემდეგ გაიტანა.
ვლადიმირ ვაისი 22 წლის ნახევარმცველს არ სწყალობს. მას ერთა ლიგის არცერთ შეხვედრაში არ მიუღია მონაწილეობა, სათადარიგოთა სკამზე იყო 90 წუთის განმავლობაში ანდორასთან სტუმრად ფრედ (1:1) დასრულებულ შეხვედრაშიც, მიუხედავად იმისა, რომ ამ მატჩში საქართველოს ნაკრებმა გადახალისებული შემადგენლობით იასპარეზა.
2018 წელს გიორგი ხარაიშვილი "გეტებორგის" ბომბარდირი გახდა. სადებიუტო სეზონში მან 27 მატჩი გამართა, სადაც 9 გოლს და 4 საგოლე გადაცემას მოუყარა თავი.