"ესპანეთში რამდენიმე ახალგაზრდა ქართველის ტრანსფერზე ვმუშაობ, პაპუნაშვილი კი უკეთესად არის"

AutoSharing Option
გიორგი პაპუნაშვილი 2018 წლის სექტემბრის შემდეგ ტრავმირებულია. მას კოჭი აწუხებს. ქართველი ფეხბურთელი მოედანს რამდენიმე მატჩში დაუბრუნდა, თუმცა შემდეგ ისევ დაზიანება მიიღო და კვლავ ლაზარეთში გადაინაცვლა.

"სარაგოსამ" გიორგი მარტის დასაწყისში სამკურნალოდ თბილისში გამოუშვა.

Sportall.ge ფეხბურთელის აგენტს, ლევან ზუხბაიას დაუკავშირდა და გიორგი პაპუნაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასა და "სარაგოსას" 19 წლის ნახევარმცველის, ლევან გრძელიძის შესახებ ჰკითხა, რომელმაც ოპერაცია გაიკეთა.

"გიორგი პაპუნაშვილი უკეთესად არის, 31 მარტს მიფრინავს ესპანეთში. რეაბილიტაციის პროცესმა კარგად ჩაიარა. სარაგოსაში რომ ჩავა, დაახლოებით ერთი კვირა დასჭირდება და გუნდთან ერთად მომზადებას დაიწყებს.

ლევან
გრძელიძემ ჯვარედინი მყესების ოპერაცია გაიკეთა. ისიც რეაბილიტაციას გადის, რომლის პირველი ეტაპიც საქართველოში მიმდინარეობს ესპანელი ექიმების ზედამხედველობის ქვეშ. სავარაუდოდ, მაისის ბოლოს წავა სარაგოსაში და მკურნალობას იქ გააგრძელებს. ჯვარედინი მყესების ოპერაციის შემდგომ რეაბილიტაციას 7 თვე სჭირდება. ამიტომ იწელება ეს პროცესი.

ესპანეთში რამდენიმე ახალგაზრდა ქართველი ფეხბურთელის ტრანსფერზე ვმუშაობ, თუმცა არ მინდა, რომ კონკრეტულად დავასახელო", - განაცხადა Sportall.ge-ისთან საუბრისას ლევან ზუხბაიამ.

მკითხველის კომენტარები / 3 /
ორივეს მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებ!
გუჯა კახაძე
12:31 29-03-2019
0
დააკვირდით სურათს მას არა მარტო კოჭი, მუცლის ქონიც აწუხებს და არა მარტო მას.
დათო
09:09 29-03-2019
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული