31 მარტს, დანიის სუპერლიგის 28-ე ტურში საბა ლობჟანიძის "რანდერსმა" სტუმრად "ოლბორგი" 2:1 დაამარცხა.
დებიუტში მასპინძლები დაწინაურდნენ, შესვენების შემდეგ ლობჟანიძემ ანგარიში გაათანაბრა, შემდეგ კი მის მიერ კუთხურიდან ჩაწოდებული ბურთი პედერსენმა საკუთარ კარში ჩაჭრა. სხვათა შორის, თავიდან ეს გოლი საბას ჩაუთვალეს, მაგრამ მერე პროტოკოლში შეცვალეს.
ოლბორგი. "პორტლენდ პარკი". 3 767 მაყურებელი
ოლბორგი - რანდერსი 1:2
გოლები: 1:0 ბორსტინგი (3), 1:1 ლობჟანიძე (46), 1:2 პედერსენი (54 საკ. კარში)
გაძევება: კონბოი (90+2, რანდერსი)