ფოტოები: goal.com.cy/gff.ge
თემურ ქეცბაიამ უკვე გააფორმა ფამაგუსტას "ანორთოსისთან" ორწლიანი კონტრაქტი და მუშაობასაც შეუდგა, ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა goal.com.cy ავრცელებს.
კვიპროსული მედიასაშუალებების მტკიცებით კი, ხორვატი მცველი გორდონ შილდენფელდი ზაფხულში კლუბიდან წასვლას გეგმავდა, "ანორთოსისის" ხელმძღვანელობამ კი მასთან მოლაპარაკებებზე ქეცბაიაც მიიწვია.
ქართველმა სპეციალისტმა შილდენფელდს საკუთარი გეგმები გააცნო, რის შემდეგაც გამოცდილმა ხორვატმა მცველმა კლუბთან ახალი კონტრაქტის გაფორმება გადაწყვიტა.
ანალოგიური პროცესი წარიმართა კიდევ ერთი ლეგიონერის, სლოვაკი ანდრაჟ სტრუნას შემთხვევაშიც, რომელიც ქეცბაიას მოსვლის გამო კლუბს აღარ შეიცვლის.
გარდა ამისა, "ანორთოსისში", სადაც ამ დროისთვის ბექა მიქელთაძე და
ნიკა კაჭარავა ასპარეზობენ, ქართველი ლეგიონერების რიცხვი, შესაძლოა, კიდევ გაიზარდოს. ქეცბაიამ უკვე შეათანხმა ორწლიანი კონტრაქტი თორნიკე ოქრიაშვილთან, რომელიც ამჟამად უკლუბოდაა.
არაა გამორიცხული, ზაფხულში "ანორთოსისის" რიგებში გამოცდილი მეკარე გიორგი ლორიაც გამოჩნდეს, რომელთანაც ქეცბაიას კარგი ურთიერთობები აკავშირებს.
((ჩემი განვითარებული ჭკუით^_^)) 1იანი მქონდა და 2იანი დავდე 84_წუთზე 0-0 იყო ანგარიში 86_ზე ზენიტმა გაიტანა და აჭარაბეთისგან 500 ლარიან შემოთავაზებზე 89 წუთზე სასტავმა შევთანხმდით რომ თოკოზე უნდა გვექომაგა მაინც, ამის შემდეგ ოქრიკამ საჩუქარი გაგვიკეთა 2-1 მოვიგეთ და 2600იც მოვიგე ულამაზესი მაკრატელათი 500 ლარი მაგრად შეეჭვად არაფერში მოგებული აჭარაბეთს,,, ამით იმის თქმა მინდა რომ,ძალიან დიდი სურვილი მაქვს ოქრიკამ თავისი თამაში როგორც ნაკრებში თამაშობს ისე კლუბშიც ითამაშოს, ვფიქტობ მიაღწევს კარგი ფორმის პიკს, ჩავარდნა ყველა ფეხბურთელს ქონია და ტრავა. კარგიიქნება თუ ეს მართალი იმფორმაციაა ვფიქრობ 10 ნომერი და ლიდერობას შეძლებს,,წარმატებები ოქრიკას და ბიჭებს.ნაკრებს ჭირდება ეგ ბიჭი კარგ ფორმაში !!!