ვიდრე თემურ ქეცბაია ჩაუდგება სათავეში - კაცნაკლულმა "ანორთოსისმა" 3:0 მოიგო

AutoSharing Option
კვიპროსის ჩემპიონატის მეორე ექვსეულის ტურნირზე ბექა მიქელთაძისა და ნიკა კაჭარავას "ანორთოსისმა" 3:0 დაამარცხა "ალკი".

როდესაც ფამაგუსტური გუნდი 2:0-ს იგებდა, მსაჯმა უხეში თამაშისთვის 23-ე წუთზე მათი 20 წლის ნიგერიელი მეკარე ფრანცის უზოჰო გააძევა, ამის შემდეგ რიცხობრივ უმცირესობაში დარჩენილებმა კიდევ ერთი გოლი გაიტანეს და დამაჯერებლად იმარჯვეს.

მიქელთაძე 71-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე, კაჭარავა კი სათადარიგო იყო.

"ანორთოსისი" 35 ქულით მეორე ექვსეულში პირველ ადგილზეა და 7 აპრილს სტუმრად "დოქსას" ხვდება.

დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ თემურ ქეცბაიამ "ანორთოსისთან" ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა, მუშაობასაც შეუდგა და შესაძლოა,
ნახევარმცველი თორნიკე ოქრიაშვილი წაიყვანოს, თუმცა "ალკისთან" მატჩში გუნდს ისევ იურგენ სტრეპელი ხელმძღვანელობდა.

მკითხველის კომენტარები / 1 /
ეს მეკარე 20 წლის როგორაა,მინიმუმ 2x20 მივცემდი
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული