დავით ხოჭოლავა უკრაინის პრემიერლიგის პირველი წრის სიმბოლურში

AutoSharing Option
InStat-ის მონაცემების მიხედვით უკრაინის პრემიერლიგამ ჩემპიონატის პირველი ნაწილის სიმბოლურ ნაკრებში მცველი დავით ხოჭოლავა შეიყვანა.

აღსანიშნავია, რომ ხოჭოლავა უკანასკნელ სამ ტურში ზედიზედ მოხვდა სიმბოლურ გუნდში.

დავითმა პირველობის 17 მატჩში 1 გოლი გაიტანა.

"შახტარი" 22 ტურის შემდეგ 57 ქულით პირველ ადგილზეა და უახლოეს მდევარს, კიევის "დინამოს" 7 ქულით უსწრებს.

"შახტარი" 3 აპრილს სტუმრად "ოლეკსანდრიას" შეხვდება, 7 აპრილს კი "დინამოს" ხარკოვში უმასპინძლებს.

მკითხველის კომენტარები / 1 /
კარგი მცველია და კარგ გუნდშიცაა,წარმატებები
იუვე
11:36 03-04-2019
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული