![](https://sportall.ge/pictures/image31/55a7f0e0cdd9a4470d8991c6374a0cbf.jpg)
InStat-ის მონაცემების მიხედვით უკრაინის პრემიერლიგამ ჩემპიონატის პირველი ნაწილის სიმბოლურ ნაკრებში მცველი დავით ხოჭოლავა შეიყვანა.
აღსანიშნავია, რომ ხოჭოლავა უკანასკნელ სამ ტურში ზედიზედ მოხვდა სიმბოლურ გუნდში.
დავითმა პირველობის 17 მატჩში 1 გოლი გაიტანა.
"შახტარი" 22 ტურის შემდეგ 57 ქულით პირველ ადგილზეა და უახლოეს მდევარს, კიევის "დინამოს" 7 ქულით უსწრებს.
"შახტარი" 3 აპრილს სტუმრად "ოლეკსანდრიას" შეხვდება, 7 აპრილს კი "დინამოს" ხარკოვში უმასპინძლებს.