ბაჩანა არაბულმა გაიტანა, მისი გუნდი კი თერთმეტმეტრიანების სერიაში დამარცხდა

AutoSharing Option
ბაჩანა არაბულის "პუშკაშ აკადემია" უნგრეთის თასის 1/4 ფინალში სტუმრად თერთმეტმეტრიანების" სერიაში "სოროკსართან" დამარცხდა და გათამაშებას გამოეთიშა.

ამ მატჩში ანგარიში 31-ე წუთზე არაბულმა გახსნა, მასპინძლებმა საპასუხო გოლი შეხვედრის დასასრულს გაიტანეს, დამატებით დროში ანგარიში აღარ შეცვლილა, ხოლო თერთმეტმეტრიანების სერიაში "სოროკსარმა" 5:4 იმარჯვა.

რაც შეეხება ჩემპიონატს, "პუშკაშ აკადემია" 26 ტურის შემდეგ 30 ქულით მე-9 ადგილზეა, არაბულმა კი 19 მატჩში 5 გოლი გაიტანა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული