3 აპრილს, საბა კვირკველიასა და ხვიჩა კვარაცხელიას მოსკოვის "ლოკომოტივი" რუსეთის თასის პირველ 1/2-ფინალურ მატჩში საკუთარ მოედანზე დაუზავდა "როსტოვს" (2:2).
კვირკველიამ შეუცვლელად ითამაშა და 90+6-ე წუთზე ხელსაყრელი პოზიციიდან თავურით ააცილა ბურთი კარს, თორემ "ლოკო" გაიმარჯვებდა.
კვარაცხელია 57-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე, აქტიურად ჩაერთო თამაშში. 84-ე წუთზე ხვიჩა თავისი გუნდის დაცვის დასახმარებლად საჯარიმოში ჩავიდა, მასთან და ჩორლუკასთან ბურთისათვის ბრძოლაში ერემენკო წაიქცა და მსაჯმა ვიდეოგამეორების ნახვის შემდეგ პენალტი დანიშნა, რომელიც პოპოვმა გამოიყენა. არადა, თვითონ რუსი ჟურნალისტები აღიარებენ, რომ თერთმეტმეტრიანი არ იყო, ვინაიდან როდესაც კონტაქტი
დაფიქსირდა, ერემენკოს ბურთი უკვე აღარ ჰქონდა.
ამას გაუსვა კიდეც ნამატჩევს ხაზი "რკინიგზული" გუნდის მწვრთნელმა იური სიომინმა:"კვარაცხელიას თამაშის წესები არ დაურღვევია. პენალტი არ იყო. ღმერთი ყველაფერს ხედავს".
"ლოკოს" გენერალურმა დირექტორმა ვასილი კიკნაძემ თქვა, რომ კვარაცხელია მხოლოდ 18 წლისაა და ყველაფერი წინ აქვს.
ამ გუნდების განმეორებითი შეხვედრა 15 მაის როსტოვში გაიმართება.