თემურ ქეცბაია და 5 ქართველი? - რას წერს კვიპროსული მედია "ანორთოსისზე"

AutoSharing Option
Goal.com.cy-ის ინფორმაციით, თემურ ქეცბაია "ანორთოსისში" მისვლის შემდეგ სამი ქართველი ფეხბურთელის წაყვანას გეგმავს.

კვიპროსული გამოცემის მტკიცებით, ფაქტობრივად, გადაწყვეტილია, რომ უკლუბოდ მყოფი თორნიკე ოქრიაშვილი კარიერას კვიპროსულ კლუბში განაგრძობს. დაიწერა, რომ არის შანსი, თემურ ქეცბაიას "ანორთოსისში" გიორგი ლორიაც გაჰყვეს, დღეს გავრცელებული ინფორმაციით კი, ამ სიას გიორგი ნავალოვსკიც ემატება.

32 წლის მარცხენა მცველი 2019 წლის დასაწყისში ბათუმის "დინამოს" შეუერთდა, მანამდე კი მინსკის "დინამოს" ღირსებას იცავდა.

კვიპროსული მედია წერს, რომ თემურ ქეცბაია "ანორთოსისის" მთავარი მწვრთნელის პოსტს სეზონის ბოლოს ჩაიბარებს, ხოლო კვიპროსულ კლუბში ამ მომენტისთვის ორი
ქართველი ფეხბურთელი უკვე თამაშობს - ბექა მიქელთაძე და ნიკა კაჭარავა.

მკითხველის კომენტარები / 10 /
ამ აგენტებს რა ვუთხარი თორემ ოქრაიაშვილი უკეთესი გუნდის ღირსი არ არის? დაუნგრიეს კარიერა
დავით 67
16:01 05-04-2019
4
ნავალოვსკი, ლორია-ოქრიაშვილი და კაჭარავა რომაა ხერხემალი, მიტოა კარგად ნაკრების საქმე. და მაგენის ევროპაზე გაყვანილი გუნდის თუ სჯერა ნეტა ვინმეს? ყანაა, ყანა.

zvare
13:05 05-04-2019
5

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული