6 აპრილს, უნგრეთის ჩემპიონატის 27-ე ტურში ლაშა დვალის "ფერენცვაროშმა" საკუთარ მოედანზე 3:0 დაამარცხა "პაკში".
ამ შეხვედრაში ანგარიში პირველივე წუთზე დვალის ძლიერი დარტყმის შემდეგ გაიხსნა - ბურთი მცველს მოხვდა და კარში გავიდა. გოლი მატჩის პროტოკოლში ლაშას ჩაუთვალეს.
დვალმა მადიართა პირველობის 8 შეხვედრაში ორჯერ დალაშქრა მეტოქეთა კარი.
"ფერენცვაროში" 61 ქულით პირველ ადგილზეა, უახლოეს მდევარს, "ვიდეოტონს" 11 ქულით უსწრებს და 13 აპრილს სტუმრად "მეზოკოვესდ-ზსორის" შეხვდება.