გიორგი ჩაკვეტაძე საგოლე გადაცემით დაბრუნდა, მაგრამ თამაშის შემოსატრიალებლად 16 წუთი არ ეყო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
6 აპრილს, ბელგიის ჩემპიონატის პირველი ექვსეულის მესამე ტურში ლიდერმა "გენკმა" ქართველების "გენტს" 2:1 მოუგო.

პირველი ტაიმის დასასრულს უკრაინელმა ნახევარმცველმა რუსლან მალინოვსკიმ დუბლი შეასრულა. მიუხედავად იმისა, რომ "გენტი" აგებდა, მწვრთნელმა იეს ტორუპმა ცვლილებების გაკეთება გვიან დაიწყო, ტრავმამორჩენილი ჩაკვეტაძე 74-ე წუთზე შეუშვა შეცვლაზე, ქვილითაია კი არ ათამაშა.

ჩაკვეტაძემ, რომელსაც 2 თვეზე მეტი ხანია არ უთამაშია, გაამწვავა თავისი გუნდის იერიშები, საგოლე გადაცემა გააკეთა, მაგრამ "გენტმა" მხოლოდ ერთი გოლის გატანა შეძლო.

"გენტმა" ზედიზედ მესამე მატჩი წააგო და 13 აპრილს "ანტვერპენს" უმასპინძლებს.

გენკი. "ლუმინუს არენა".
19 954 მაყურებელი
გენკი - გენტი 2:1
გოლები: 1:0 მალინოვსკი (43, პენ), მალინოვსკი (45+1), 2:1 დერეიკი (87)
გაძევება: მალინოვსკი (90+4)

მკითხველის კომენტარები / 12 /
გიორგი ბიჯო გვიშველე რამე!!!:)
ლაშა
07 აპრილი 2019 13:24
4
ძალიან მაგრად ითამაშა, დაჟე არც მეგონა ტრავმის შემდეგ თუ ასე კარგად ითამაშებდა.. ჯერ რა გადაცემები აქვს, რა სისწრაფე და ინტელექტი.. სასწაული ბიჭია, სამწუხაროა, რომ ასეთი ცუდი გუნდელები ჰყავს...
ზუზუ
07 აპრილი 2019 02:33
1
ბოდიშით დისლაიქისთვის, შეცდომით დავაჭირე
08 აპრილი 2019 11:42
0
მთავარია ჯანზე იყოს, ცოტა იღბალი და კარგებზე გადაცვლის სულ მალე!
გიორგი
07 აპრილი 2019 14:55
0
ვუყურე თამაშს და ძალიან მომეწონა გიოს თამაში.მარტო გადაცემა არ გაუკეთებია ძალიან მაგრად შემოვიდა.გემტში არავინ დატოვებს
Buxrika
07 აპრილი 2019 01:49
1
იფრინა რასაც ქვია რომ შემოვიდა
დავითი
07 აპრილი 2019 01:31
1
ერთადერთი ფეხბურთელი გენტში, რომელიც გუნდზე თამაშობს :)
Tbiliseli
07 აპრილი 2019 01:27
0
გაასწორა, ჯანომაც სრულად ითამაშა. ტორუპი, გასაშვებია, მაგრამ მაგის გაშვებამდე ჩაკვე გადავა ახალ გუნდში. ესპანეთი მოუხდება. ჯანო თუ ფორმაში შევიდა და ამათ თრამვები მოირჩინეს საბოლოოდ, მაგარი კამანდა გვეყოლება. არაბიძემ სასტარტოში დაიწყო, მაგრამ 43 ე წუთზე შეცვალეს და ტრამვა ხომ არ მიიღო ნეტა, მაგრა მეიმედება ეგ ბიჭი. ჯანო, ჩაკვე და ეგა- დაგლიჯავს. მაგარი ზბორნის დაყენება შეიძლება, არის რესურსი, მარა ვაისის ხელში მეეჭვება. კაი, ჭკვიანი ტრენერი გვინდა, მაგრა რო კითხულობს და საქართველოში ვერ მოიძებნა ასეთი?
ლევანი
07 აპრილი 2019 01:22
2
ვფიქრობ რომ არაბიძის პირველ ტაიმში შეცვლა თანაგუნდელის გაგდებამ გამოიწვია.
Duda
07 აპრილი 2019 02:24
0
მართლა ცოდოა გიო ამ გუნდისთვის, უცხოპლანეტელივითაა გენტში!!! ვცდილობ არ შევაქო ხომე ახალგაზრდა ქართველი სპორტსმენები, მაგრამ ფეხბურთში ჩაკვე და კალათბურთში ბითაძე , მართლა ძაან მაღალი მსოფლიოს დონის ახალგაზრდები არიან!!!
iolasha
07 აპრილი 2019 01:07
0
ცოტა დრო მიცეს ჩაკვეტაძეს, თორემ მეტი რომ ეთამაშებინათ სხვა ანგარიში იქნებოდა, გენტის სასარგებლოდ. ძალიან კარგი იყო შეტევაში. ქვილითაიას რაც შეეხება, იმსახურებს ძირითადში თამაშს. სამწუხაროა, რომ არ ეძლევა შანსი :(
ნიკა
07 აპრილი 2019 01:00
0
რაც ჩაკვეტაძემ გააკეთა 14 წუთში, მთლიან გენტს არ გაუკეთებია მთელი თამაში, ტრავმის მიუხედავად მაგარ ფორმაშია
დათო
07 აპრილი 2019 00:38
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული