"დაცვაში ცუდად არ მითამაშია" - "ჟილინაში" ლუკა ლოჩოშვილის დებიუტი შედგა

AutoSharing Option
ქართველ მცველ ლუკა ლოჩოშვილს სლოვაკურ "ჟილინაში" დებიუტი ჰქონდა.

20 წლის ფეხბურთელმა "დუნაისკა სტრედასთან" წაგებულ (0:1) მატჩში ითამაშა.

მატჩის შემდეგ ქართველმა მცველმა "ჟილინას" ვებგვერდთან კომენტარი გააკეთა:

"ბევრი საგოლე მომენტი გვქონდა, მაგრამ ეს შედეგში ვერ ავსახეთ. "დუნაისკა სტრედას" წინააღმდეგ თბილისის "დინამოს" ფორმითაც მითამაშია. მიხარია, რომ სადებიუტო შეხვედრა ჩავატარე და დაცვაში ცუდად არ მითამაშია", - განაცხადა ლუკა ლოჩოშვილმა.

ახალგაზრდა ფეხბურთელი სლოვაკურ კლუბს თბილისის "დინამოდან" მიმდინარე წლის ზამთარში შეუერთდა.

altლუკა ლოჩოშვილი კარიერას სლოვაკეთში გააგრძელებს


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული