იური სიომინი: ხვიჩა კვარაცხელიას უზარმაზარი პოტენციალი გააჩნია, ჯერ მძიმე ტვირთს არ ავკიდებთ

AutoSharing Option
ფოტო: Ria.ru

მოსკოვის "ლოკომოტივის" მთავარმა მწვრთნელმა იური სიომინმა მისი კლუბის ქართველი ფეხბურთელის, ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა.

მისი თქმით, ახალგაზრდა მოთამაშე "ზენიტთან" მატჩში (1:1) არავის ჩამოუვარდებოდა.

"ხვიჩამ "ზენიტთან" საკუთარი საქმე კარგად შეასრულა, ის არავის ჩამოუვარდებოდა. მისი შეცვლა პირველი ტაიმის შემდეგ დაგეგმილი მქონდა და ასეც მოვიქეცი. კვარაცხელია 18 წლისაა. მას უნდა გავუფრთხილდეთ. ჯერ მძიმე ტვირთს არ ავკიდებთ. ხან დიდხანს ითამაშებს, ხან ნაკლები დრო მიეცემა.

მას, მიუხედავად ასაკისა, ჩვენი დახმარება შეუძლია. შეედრება თუ არა "ლოკომოტივში" სხვადასხვა დროს მოთამაშე ქართველ ფეხბურთელებს? ნამდვილად. ჩემს გუნდში
უთამაშიათ დემეტრაძეს, აშვეთიას, ჯანაშიას, ასათიანს. ხვიჩას უზარმაზარი პოტენციალი გააჩნია და ვიმედოვნებ, რომ ყოველ თამაშში პროგრესს გააგრძელებს", - ციტირებს სიომინის სიტყვებს sportbox.ru.

ხვიჩა კვარაცხელია მოსკოვურ კლუბს მიმდინარე წლის თებერვალში შეუერთდა და "ლოკომოტივის" რიგებში 4 მატჩის გამართვა მოასწრო. ის "ზენიტის" წინააღმდეგ ძირითად შემადგენლობაში პირველად გამოჩნდა.

alt"ზენიტთან" იყო ომი - კვარაცხელია გადაიწვა, კვირკველიამ ბოლომდე იბრძოლა

altМатч ТВ: ხვიჩა კვარაცხელია მოედანზე ერთ-ერთი ყველაზე აქტიური იყო

მკითხველის კომენტარები / 2 /
Ersaderti rusi mwtneli vinc qartvelebs ar chagravs da evaseba,,erti is ver miminelebia asatians pozicia ro sheucvala da centrarul mcvelad aqcia ,arada uzarmazari potenciali qonda ro gamtamasheblis poziciaze saocari mindris xedva pasis kultur da magari dayenebuli dardyma
Qutaiseli
17:45 09-04-2019
3

სიახლეები პოპულარული