ხვიჩა კვარაცხელიას მამა: ჩემს შვილს "ლევერკუზენი" და "დორტმუნდი" იწვევდნენ

AutoSharing Option
რუსული გამოცემა sport-express.ru მოსკოვის "ლოკომოტივის" 18 წლის ქართველი ფეხბურთელის, ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ მის მამას, "რუსთავის" მთავარ მწვრთნელს, ბადრი კვარაცხელიას ესაუბრა.

მისი თქმით, ხვიჩას მხოლოდ "ლოკომოტივი" არ იწვევდა, ახალგაზრდა ტალანტის გადაბირება "ლევერკუზენს" და "დორტმუნდსაც" სურდათ.

"მე კარიერა აზერბაიჯანში დავასრულე. ხვიჩამაც ფეხბურთის თამაში იქ დაიწყო, პირველი პროფესიონალური ვარჯიში კი საქართველოში ჩაატარა. 11 წლის ასაკში თბილისის "დინამოში" აღმოჩნდა.

ხვიჩა სკოლას წელს ამთავრებს. სწავლა უყვარს, თუმცა მისი მთავარი მოწოდება ყოველთვის ფეხბურთი იყო. თავისუფალ დროსაც მუდმივად ფეხბურთს თამაშობდა, იღებდა ბურთს და ეზოში გარბოდა.

"დინამოსთან" ორწლიანი
კონტრაქტი ჰქონდა. კლუბმა ახალი, სამწლიანი ხელშეკრულება შესთავაზა, თუმცა ეს არ გვსურდა. ამის გამო მას მოედანზე აღარ უშვებდნენ და ნახევარი წელი უსაქმოდ გაატარა, არადა, 16 წლის ასაკში "დინამოს" მთავარ გუნდში თამაშობდა, შემდეგ კი "რუსთავში" წავიდა. არ შეიძლება იმის თქმა, რომ მან კლუბში ფეხი ვერ მოიკიდა, პირიქით, დარჩენა ჩვენ არ გვსურდა.

"ლოკომოტივი" ერთადერთი ვარიანტი არ ყოფილა. მისით "ლევერკუზენი", დორტმუნდის "ბორუსია" და სხვა კლუბები ინტერესდებოდნენ, მაგრამ ჩემმა მეგობარმა, ქართველმა აგენტმა მამუკა ჯუღელმა გვირჩია, რომ "ლოკომოტივი" აგვერჩია. დავუჯერე, რადგან ის ჩემი ოჯახის მეგობარია.

ხვიჩას თავად სურდა აქ თამაში, თქვა, რომ "ლოკო" ძალიან ძლიერი კლუბია და აქ ვარჯიში სურდა. ჩვენ ნახევარწლიან ხელშეკრულებაზე შევთანხმდით. ვნახოთ, რა იქნება მომავალში.

18 წლის ასაკამდე კონტრაქტის გაფორმება შეუძლებელი იყო. "ლოკომოტივთან" მოლაპარაკებებს 2-3 თვის განმავლობაში ვაწარმოებდით, მაგრამ არცერთი წამით არც მე და არც ხვიჩას უარი არ გვითქვამს, რადგან ეს ძლიერი რუსული კლუბია, თან რუსეთი შორს არ არის და ჩემს შვილთან ჩამოსვლა ნებისმიერ დროს შემიძლია.
იური სიომინი ამ ტრანსფერით პირადად იყო დაინტერესებული, ის დიდხანს აკვირდებოდა ხვიჩას. მე სიომინს აზერბაიჯანიდან ვიცნობ და მოხარული ვარ, რომ ჩემი შვილი ასეთი დონის მწვრთნელთან მუშაობს, მისგან ბევრს ისწავლის. ხვიჩა ჯერ კიდევ ახალგაზრდაა, თუმცა ნამდვილად დაიმსახურა ის დრო, რასაც სიომინი აძლევს.

ხვიჩა საკუთარი არჩევანით კმაყოფილია და მას ყველაფერში მხარს ვუჭერ. თუ "ლოკო" მას კონტრაქტს შესთავაზებს, გადაწყვეტილებას ის საკუთარ აგენტთან ერთად მიიღებს. ეს რუსეთის ერთ-ერთი საუკეთესო კლუბია, უდიდესი ისტორიით. მინდა აქ დარჩეს და პროგრესი განაგრძოს, მაგრამ ვიმეორებ: ხვიჩამ გადაწყვეტილება თავად უნდა მიიღოს", - განაცხადა ბადრი კვარაცხელიამ.

ხვიჩა კვარაცხელია მოსკოვურ კლუბში იჯარის წესით "რუსთავიდან" გადავიდა. მან მცირე დროში რუსეთის პრემიერლიგაში 3 მატჩის გამართვა მოასწრო, "ზენიტთან" შეხვედრა (1:1) კი ძირითად შემადგენლობაში დაიწყო.

მკითხველის კომენტარები / 22 /
რუსეთია ახლოს და დორტმუნდი გადაკარგულში???
პროსტამც რუსები უფრო ბევრს იხდიან და.....
კ ო მ ბ ლ ე
03:34 15-05-2019
0
იქნება ღამით გამოგზავნილი პოსტებიც გაუშვათ?
სოსო
14:39 11-04-2019
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული