ნავალოვსკი გამოირიცხა, ოქრიაშვილი რეალურია - ქეცბაიას "ანორთოსისის" ჩაბარება ჯერ არ გადაუწყვეტია

AutoSharing Option
Goal.com.cy-ს ცნობით, თემურ ქეცბაიას ჯერ "ანორთოსისის" ჩაბარების გადაწყვეტილება არ მიუღია.

გამოცემა აღნიშნავს, რომ მცველი გიორგი ნავალოვსკი ფამაგუსტურ კლუბს კონტრაქტის გაფორმებაზე შეუთანხმდა, მაგრამ ხელფასი იმაზე მეტი მოითხოვა, ვიდრე ვარაუდობდნენ და ტრანსფერი, დიდი ალბათობით, არ შედგება. შეგახსენებთ, გიორგი ამჟამად ბათუმის "დინამოში" ასპარეზობს და როგორც ჩანს, ზღვისპირულ გუნდში შექმნილი პირობებით კმაყოფილია.

ქეცბაია კლუბის ხელმძღვანელობის ნდობით სარგებლობს, ტრანსფერების საკითხში სრული კარტ-ბლანში ექნება, 6 ფეხბურთელის დამატებას აპირებს, კანდიდატებს ძალიან ფრთხილად არჩევს და ნახევარმცველ თორნიკე ოქრიაშვილის გუნდში აყვანა რეალურია.

ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ არაა გამორიცხული, "ანორთოსისში"
"მაგდებურგის" მეკარე გიორგი ლორია გადავიდეს.

"ანორთოსისში" ამჟამად თავდამსხმელები ბექა მიქელთაძე და ნიკა კაჭარავა თამაშობენ.

მკითხველის კომენტარები / 7 /
რა გჭირთ?! გაააარკვიეთ და მერე დაწერეთ!! ხან ვის სად გადაიყვანთ, ხან ვის სად გაუშვებთ,ჟურნალიტი თუ ხარ დაურეკე და გაარკვიე ზუსტად,/ რას ჭორაობთ! იმან ეს თქვა, ამან ეს თქვა, ანუ თქვენი საინფირმაციო წყარო არ გააქვთ???
Vasili
11 აპრილი 2019 09:52
0
აკი უკვე ჩაიბარაო და ხუთი ქართველი ეყოლებაო???
Kemba
10 აპრილი 2019 22:03
2
საფეხბურთო ჭორბიუროდ იქცა სპორტალი :(
ირაკლი
11 აპრილი 2019 09:04
1
სანდრო შინჯიკაშვილი გასინჯე, კარგი ბიჭია და წაიყვანე გამოგადგება
ქეცბას ფანი
11 აპრილი 2019 01:31
4
მიდი რა, თემო. გგულშემატკივრობ! ნამეტანი დაგძირა ნაკრების საქმემ კარიერაში. მგონი ქეცბას ისე უფრო მეტი ქართული საქმის გაკეთება შეეძლო, უბრალოდ გაცილებით მეტისთვის რომ მიეღწია კლუბში. ხალხი გაიგებDა მის სახელს მთელ მსოფლიოში, როგორც სიმეონეა ან ტუხელი და თუნდაც კლოპი. რაღაც მგონია რომ ქეცბა გაქაჩავდა. მაგრამ მგონი ნამეტანი ტვირთი გვაქვს ამ ქართველებს, რაც აფრენის საშუალებას არ გვაძლევს :)))
odala
10 აპრილი 2019 21:59
12
ქეცბა მეც ძალიან მიყვარს,მაგრამ ბოლოსკენ ძალიან აერია სიტუაცია გუნდთან და თამაშის სტილიც ნამეტანში გადავიდა,მაგრამ მისი მჯერა და იმედი მაქვს.ოქრი კი ჰაერივით გვჭირდება ,თუმცა რაღაც მინიმალურ ფორმაში მაინც უნდა იყოს.იმ თამაშებში, აშკარად მოუმზადებელი იყო.
სოსო
17 აპრილი 2019 13:31
0
მგონია საერთოდ ბლეფია ეს ყველაფერი, ვნახოთ.
გელა
11 აპრილი 2019 09:09
1

სიახლეები პოპულარული