matchtv.ru: აზროვნება ჯანო ანანიძეს არ აკლია, "სპარტაკი" კი ახლა უტვინოა

AutoSharing Option
კი გაუშვა "სპარტაკმა" ნახევარმცველი ჯანო ანანიძე იჯარით "კრილია სოვეტოვში", მაგრამ ამით საქმეს როდი უშველა, რუსეთის პრემიერლიგის 22-ე ტურში ცსკა-სთან 0:2 წააგო და 36 ქულით მე-5 ადგილზეა. matchtv.ru-ს ჟურნალისტმა ევგენი ძიჩკოვსკიმ "სახალხო გუნდის" პრობლემებზე ისაუბრა და ანანიძეც მოიხსენია.

"რითი შეუშალა ჯანო ანანიძემ "სპარტაკს" ხელი?

ამაზე ათასჯერ ითქვა და თავის გამოჩენის შანსი ქართველს არაერთხელ მიეცა. თუმცა, აზროვნება მას ნამდვილად არ აკლია, "სპარტაკი" კი ახლა სწორედ უტვინოა. მითხარით, ვინ არის გუნდის მთავარი პროცესორი? იცით, რაღაცნაირად დაქსაქსულია. შაბათს არც ერთი გადაცემა არ გახდა საგოლე.

ფლანგები უმოქმედოა, სუფთა პლეიმეიკერი არ არის, ჰანი ამ როლს ვერ ქაჩავს, გლუშაკოვს სხვა ამოცანებიც თავზესაყრელად აქვს. რამდენადაც გასაკვირი უნდა იყოს, ცსკა-სთან შეხვედრაში გამთამაშებელი უფრო ზე ლუიში იყო, მაგრამ წინ "სპარტაკს" შემტევთა ერთობა არ ჰყოფნიდა.

არ ჰყავდა ადამიანი, რომელთანაც თავდასხმის დეპარტამენტის ნებისმიერი წარმომადგენელი გარანტირებულად ათამაშდებოდა. ამ სიტუაციაში ანანიძე ხელს შეუშლიდა? კარგით, ვთქვათ ანანიძე არა, ვინმე სხვა ხელს შეუშლიდა? არა".

მკითხველის კომენტარები / 3 /
ძალიან მინდა ჭ კლასის კლუბებში და ლიგებში არ გვეხილა ჩვენი ფეხბურთელები მაგრამ როცა გემოვნება არ გყოფნის
SportNinza
12 აპრილი 2019 13:24
5
ხოხ ანანიძე, რომ ყოლოდათ მოიგებდნენ აი, კარგით რა, რას აპიარებთ ამ საშუალოზე დაბალი დონის ფეხბურთელს, ვერ გამიგია ვინ ყავს ჯანოს ასეთი მაგარი პიარჩიკი,რომ ამდენ ფულსაც კი არ იშურებს მის პიარისთვის.
დათო
12 აპრილი 2019 12:06
13
ჯანო რომ ნიჭირი არ იყოს არსენ ვენგერის სურვილით ლონდონის არსენალი ტრანსფერის შეთავაზებას არ გაუკეტებდა სპარტაკს.
koba
12 აპრილი 2019 12:57
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული