კი გაუშვა "სპარტაკმა" ნახევარმცველი ჯანო ანანიძე იჯარით "კრილია სოვეტოვში", მაგრამ ამით საქმეს როდი უშველა, რუსეთის პრემიერლიგის 22-ე ტურში ცსკა-სთან 0:2 წააგო და 36 ქულით მე-5 ადგილზეა. matchtv.ru-ს ჟურნალისტმა ევგენი ძიჩკოვსკიმ "სახალხო გუნდის" პრობლემებზე ისაუბრა და ანანიძეც მოიხსენია.
"რითი შეუშალა ჯანო ანანიძემ "სპარტაკს" ხელი?
ამაზე ათასჯერ ითქვა და თავის გამოჩენის შანსი ქართველს არაერთხელ მიეცა. თუმცა, აზროვნება მას ნამდვილად არ აკლია, "სპარტაკი" კი ახლა სწორედ უტვინოა. მითხარით, ვინ არის გუნდის მთავარი პროცესორი? იცით, რაღაცნაირად დაქსაქსულია. შაბათს არც ერთი გადაცემა არ გახდა საგოლე.
არ ჰყავდა ადამიანი, რომელთანაც თავდასხმის დეპარტამენტის ნებისმიერი წარმომადგენელი გარანტირებულად ათამაშდებოდა. ამ სიტუაციაში ანანიძე ხელს შეუშლიდა? კარგით, ვთქვათ ანანიძე არა, ვინმე სხვა ხელს შეუშლიდა? არა".