გიორგი მაკარიძემ "ბენფიკასთან" მატჩში პენალტი აიღო, მაგრამ 4 გოლი გაუშვა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
14 აპრილს, პორტუგალიის ჩემპიონატის 29-ე ტურში გიორგი მაკარიძის "სეტუბალი" გასვლაზე 2:4 დამარცხდა "ბენფიკასთან".

მასპინძელთა გუნდი დიდ ტერიტორიულ და სათამაშო უპირატესობას ფლობდა, 4 გოლი გაიტანა და რომ არა სტუმართა მეკარის, მაკარიძის კარგი თამაში, კიდევ ამდენს გაიტანდა.

მაკარიძემ არაერთხელ გადაარჩინა თავისი გუნდი, ერთხელ კი თერთმეტმეტრიანი მოიგერია.

"არწივებიდან" დუბლი რაფა სილვამ შეასრულა. ერთი გოლი შვეიცარიის ნაკრების თავდამსხმელმა ჰარის სეფეროვიჩმა გაიტანა, ერთი კი - 19 წლის ჟოაო ფელიშმა, რომელსაც სამშობლოში რონალდოს მემკვიდრედ მიიჩნევენ.

"სეტუბალი" 31 ქულით მე-13 ადგილზეა, გასავარდნ ზონას 4 ქულა აშორებს და
19 აპრილს "პორტიმონენსეს" უმასპინძლებს.

მაკარიძე რაც "სეტუბალში" გადავიდა, პირველობის ცხრავე შეხვედრა შეუცვლელად ჩაატარა.

ლისაბონი. და ლუზი". 56 463 მაყურებელი
ბენფიკა - სეტუბალი 4:2
გოლები: 1:0 რაფა სილვა (2), 2:0 რაფა სილვა (36), 2:1 ნუნუ ვალენტე (39), 3:1 ფელიში (56), 4:1 სეფეროვიჩი (77), 4:2 კადისი (88, პენ)
გამოუყენებელი პენალტი: პიცი (29)
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული