ჯანო ანანიძე შესაძლოა, ზაფხულში "კრასნოდარში" გადავიდეს

AutoSharing Option
championat.com-ის ცნობით, ქართველი ნახევარმცველის, ჯანო ანანიძის სამსახურით "კრასნოდარია" დაინტერესებული.

გამოცემის მტკიცებით, არაა გამორიცხული, მან ზაფხულში გუნდი გამოიცვალოს.

ანანიძე "სპარტაკიდან" "კრილია სოვეტოვშია" განათხოვრებული, სადაც 5 მატჩში 1 გოლი გაიტანა.

26 წლის ჯანომ "სპარტაკში" ყველა ტურნირზე 136 შეხვედრაში 16 გოლი და 16 საგოლე გადაცემა მიითვალა.

მას "სპარტაკთან" კონტრაქტი 2021 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული.

"კრასნოდარი" 23 ტურის შემდეგ რუსეთის პრემიერლიგაში მესამე ადგილზეა, "სპარტაკი" - მეხუთეზე, ხოლო "კრილია სოვეტოვი" - მეთერთმეტეზე.

მკითხველის კომენტარები / 3 /
ჯანო არსად ევროპაში წამსვლელი აწი არაა და ჯობია ბარემ ამბიციურ კლუბში გადავიდეს
0
არ დაიღალეთ ამ ზღაპრების მოყოლით?!
გიო
09:05 16-04-2019
0

სიახლეები პოპულარული