გია გრიგალავა დისკვალიფიკაციის გამო ორ მატჩს გამოტოვებს

AutoSharing Option
დღეს ცნობილი გახდა, რომ ტულის "არსენალის" ქართველი მცველი გია გრიგალავა რუსეთის თასზე ორ მატჩს გამოტოვებს. ამის შესახებ რუსეთის ფეხბურთის კავშირში განაცხადეს.

გია გრიგალავამ წითელი ბარათი უხეში თამაშისთვის რუსეთის თასის პირველ ნახევარფინალში მიიღო ეკატერინბურგის "ურალის" წინააღმდეგ. მატჩი, რომელიც 3 აპრილს გაიმართა, " ურალის" გამარჯვებით (1:0) დასრულდა.

ამ სასჯელის გამო გია გრიგალავა საკუთარ კლუბს თასის გათამაშებაში ვეღარ დაეხმარება, რადგან ტულის "არსენალს" მაქსიმუმ ორი თამაში დარჩა. თუ მოახერხეს ფინალში გასვლა, ძირითადი ცენტრალური მცველის გარეშე მოუწევთ თამაში.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული