გიორგი ჩაკვეტაძემ ტრავმა მოიშუშა და რამდენიმეთვიანი პაუზის შემდეგ "გენტის" რიგებში ორი შეხვედრა გამართა, 13 აპრილს "ანტვერპთან" წაგებულ (1:2) შეხვედრაში კი გოლის გატანაც მოახერხა.
ქართველი ფეხბურთელების კლუბი ბელგიის თასის ფინალშია გასული, სადაც "მეხელენს" დაუპირისპირდება, მანამდე კი იუპერლიგის მატჩში "ანდერლეხტს" ეწვევა.
ბელგიური მედია: გიორგი ჩაკვეტაძემ "გენტთან" კონტრაქტი 2022 წლამდე გაახანგრძლივა
"ახლა მთლიანად "ანდერლეხტთან" მატჩზე ვართ კონცენტრირებულები. გვინდა, რომ წარმატებას ნებისმიერ ფასად მივაღწიოთ. რა თქმა უნდა, რეაბილიტაციის პროცესში თასის ფინალზე ხშირად ვფიქრობდი და ეს მნიშვნელოვანი მოტივაციაა. თუ გამარჯვება მოვახერხეთ, ეს ჩემი პირველი ტიტული
"ანდერლეხტისა" და "გენტის" მატჩი 21 აპრილს გაიმართება, 27 აპრილს კი ქართველების კლუბი "მეხელენს" ბელგიის თასის ფინალში შეხვდება.
გიორგი ჩაკვეტაძემ მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 30 მატჩი ჩაატარა, სადაც 6 გოლი და 9 საგოლე გადაცემა შეასრულა.