"გვსურს დავამტკიცოთ, რომ მეორე ყვითელი ბარათი გიორგის უსამართლოდ უჩვენეს"

AutoSharing Option
"იურგორდენთან" მატჩში გიორგი ხარაიშვილმა მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და მოედნის ნაადრევად დატოვება მოუწია. იმისათვის, რომ ხარაიშვილმა "ჰელსინბორგთან" მატჩში მონაწილეობა მიიღოს, კლუბი ძალას არ იშურებს.

"გეტებორგის" დირექტორ მაქს მარკუსონის აზრით, გიორგი მეორე ყვითელ ბარათს არ იმსახურებდა:

"ჩვენ ვთვლით, რომ მთავარ მსაჯს გიორგისთვის მეორე ბარათი არ უნდა ეჩვენებინა. თუ მომენტს განმეორებით ნახავთ, ნათლად გამოარჩევთ, რომ ის მიწაზე დაშვებას ცდილობდა. უბრალოდ, იმ მომენტში ეს ყველაფერი უფრო ცუდად ჩანდა" - ამბობს "გეტებორგის" პრეზიდენტი.

"ყვითელი ბარათის გაუქმება გვსურს. ჩვენ არ ვართ ის ხალხი, ვინც მატჩის
შედეგზე დაიწყებს წუწუნს. ჩვენ გვსურს დავამტკიცოთ, რომ მეორე ყვითელი ბარათი გიორგის უსამართლოდ უჩვენეს"- დასძენს მაქს მარკუსონი და იმედოვნებს, რომ შესაბამისი ორგანო მათ პოზიციას გაიზიარებს და გიორგი "ჰელსინბორგთან" თამაშში მოედანზე იქნება.

alt კარიერის პირველი გაძევება - გიორგი ხარაიშვილს "იურგორდენთან" მატჩში წითელი უჩვენეს [VIDEO]


მკითხველის კომენტარები / 2 /
ეს იმას ნიშნავს, რომ გიორგი თავის კლუბში საკვანძო როლი აქვს, საღოლ!
0
მხარს ვუჭერ :))
Grisha
01:31 20-04-2019
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული