დავით ვოლკოვმა აზერბაიჯანში გაიტანა - ქართველის ზედიზედ მეორე გოლი [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
19 აპრილს, აზერბაიჯანის პრემიერლიგის 25-ე ტურის მატჩში "ზირასთან" მოგებულ (2:1) შეხვედრაში "გაბალას" თავდამსხმელმა დავით ვოლკოვმა გოლი გაიტანა.

ქართველმა ფეხბურთელმა საკუთარი გუნდი წინ შეხვედრის მე-20 წუთზე გაიყვანა.

ეს 23 წლის შემტევის ზედიზედ მეორე გოლია მიმდინარე სეზონში. გასულ ტურში მან "კეშლას" კარი აიღო და ადგილი სიმბოლურ გუნდშიც დაიმსახურა.

დავით ვოლკოვი "გაბალას" ფეხბურთელი გასულ ზამთარში გახდა და აზერბაიჯანის პრემიერლიგაში ჩატარებულ 11 შეხვედრაში 2 გოლი გაიტანა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული