ვოლკოვის ზღაპრული გოლი 90-ე წუთზე - მისი გუნდი პლეი-ოფში გავიდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
კონფერენს ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩში „ზირამ“ დავიდ ვოლკოვის ბრწყინვალე გოლით საკუთარ მოედანზე ფრეს, 2:2 მიაღწია ხორვატიის „ოსიეკთან“ და ვინაიდან პირველი შეხვედრა 1:1 იყო დასრულებული, ექსტრა ტაიმები დაინიშნა, რომელშიც ანგარიში არ შეიცვალა, პენალტების სერიაში კი აზერბაიჯანულმა გუნდმა იმარჯვა.

ვოლკოვს თერთმეტმეტრიანი არ დაურტყამს. მან მიმდინარე სეზონში ჩემპიონატზე 3, ხოლო კონფერენს ლიგაზე 4 გოლი გაიტანა.

პლეი-ოფში „ზირა“ კვიპროსის „ომონიას“ დაუპირისპირდება - 22 აგვისტოს სტუმრად, ხოლო 29 აგვისტოს სახლში.

ბაქო. „დალგა არენა“
ზირა - ოსიეკი 2:2 (პენ 2:1)
გოლები: 0:1 იუგოვიჩი (37),
1:1 ალიევი (54, პენ), 1:2 მატკოვიჩი (81), 2:2 ვოლკოვი (90)


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული