sports.ru: "ლოკომოტივი" ულამაზესი სეივებით "მეკარე" საბა კვირკველიამ გადაარჩინა

AutoSharing Option
რუსეთის პრემიერლიგის 24-ე ტურში ქართველების "ლოკომოტივი" ცსკა-ს დაუზავდა - 1:1.

ეს მატჩი მცველმა საბა კვირკველიამ შეუცვლელად ჩაატარა, ხოლო ნახევარმცველი ხვიჩა კვარაცხელია ისევე როგორც წინა ტურში "ახმატთან", სათადარიგო იყო.

კვირკველიამ არაერთხელ გადაარჩინა თავისი გუნდი. აი, რას წერს მის შესახებ შეხვედრის მიმოხილვაში sports.ru:

"საბა კვირკველია თითქმის როგორც მეკარე.

ცსკა გაშვებული გოლის შემდეგ გამოფხიზლდა, მაგრამ "ლოკომოტივი" სივრცეს უზღუდავდა და გასაქანს არ აძლევდა, ხოლო როდესაც რაღაც მაინც  გამოსდიოდა, საქმეში მეკარე კვირკველია ერთვებოდა.

მან 4-ჯერ დაბლოკა არმიელთა დარტყმები და ორი მათგანი 33-ე წუთზე ულამაზესი სეივები
იყო. თავიდან ქართველმა ვარდნაში მოიგერია ბურთი, რამდენიმე წამში კი კარის კუთხეში გადაგზავნილი ბურთი მაღალ ნახტომში თავით უკუაგდო".

ცსკა-ს გატანილ გოლს რაც შეეხება, საბამ თავდამსხმელი ჩალოვი დრიბლინგისას აიძულა მარჯვნივ გაწეულიყო, მაგრამ დარტყმაში ხელი ვერ შეუშალა და მეკარემ მახვილი კუთხიდან გაუშვა ბურთი.

მოსკოვი. "RZD არენა". 26 892 მაყურებელი
ლოკომოტივი - ცსკა 1:1
გოლები: 1:0 ჰიოვედესი (13), 1:1 ჩალოვი (40)

"ლოკო" 40 ქულით მეორე ადგილზეა და 24 აპრილს გასვლაზე "როსტოვს" შეხვდება.


მკითხველის კომენტარები / 3 /
მაგრამ გოლი, მაინც მაგის არაპროფესიონალიზმის გამო გავიდა. ესაა, არაა სტაბილური. თამაშში ერთი ან ორი გოლი, მაგის გამო გადის, მთელი თამაში რომ კარგად ითამაშოს მაინც. ესევეა კანკავა, ნავალოვსკი და ლორია, ერთს ისეთს გააკეტებენ თამაშს აგებენ, ამიტომ უნდა ინახოს და მიცეთ შანსი იმათ ვინც მაგათ პოზიციებზე ჭარმატებიტ თამაშობენ. რომ არ გვყავდეს კიდევ ჰო. შეუცვლელი არავინაა და ეს უნდა გაიგონ ზემოთ. სანამ ესენი იქნებიან ნაკრებში, ეგრედ წოდებულ ბირთვად, წარმატება არ გვექნება.
ლევანი
22:01 21-04-2019
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული