"გენტი" გიორგი ჩაკვეტაძის მუხლის გამო შეშფოთებულია და სამედიცინო შემოწმებას ელოდება

AutoSharing Option
ნახევარმცველმა გიორგი ჩაკვეტაძემ "გენტის" სასტარტო შემადგენლობაში ოთხთვიანი პაუზის შემდეგ პირველად ითამაშა, რაც ტრავმით იყო გამოწვეული.

ის "ანდერლეხტთან" მატჩში ძირითად შემადგენლობაში იყო და 59-ე წუთზე შეცვალეს. თუ რა გახდა მისი შეცვლის მიზეზი, ამას voetbalnieuws.be განმარტავს.

"გენტის" გულშემატკივრებისთვის სასიამოვნო ცნობა ისაა, რომ როგორც იქნა, ფინალურ ექვსეულში პირველი ქულა აიღეს. ჩაკვეტაძეს პრობლემა შეექმნა, თუმცა ეს წინა ტრავმის რეციდივს ნაკლებად ჰგავს.

ქართველი ფეხბურთელი მუხლსახვევით თამაშობდა და ადრიენ ტრებელთან  ბურთზე ბრძოლისას ფეხი იტკინა, მაგრამ მოედანი არ დაუტოვებია. ის მეორე ტაიმში შეცვალეს. დეკემბერში მიღებული ტრავმის შემდეგ გიორგის,
პირველ რიგში, ფსიქოლოგიური პრობლემა აქვს.

გუნდის მწვრთნელმა იეს ტორუპმა ამასთან დაკავშირებით Het nieuwsblad-თან კომენტარი გააკეთა:

"თამაშისას მუხლის არეში რაღაც იგრძნო. მთავარია, შესვენების შემდეგ  თამაში გააგრძელა და იცის, რომ თამაში შეუძლია. მუხლზე ყინული დაადეს. ხვალ სამედიცინო შემოწმება ჩაუტარდება. უნდა დაველოდოთ. ისე, ნამატჩევს კარგ ხასიათზე იყო".

Het nieuwsblad-ი აღნიშნავს, რომ როდესაც გიორგის სამედიცინო პერსონალის დახმარება დასჭირდა, პანიკა ატყდა, მაგრამ საგანგაშო არაფერია და თავის დაზღვევის გამო შეცვალეს.

მკითხველის კომენტარები / 31 /
ბავშვთა სკოლებში რო არიან მწვრთნელები სუპერ თანამედროვე ეგ იმის ბრალია
aleko
22 აპრილი 2019 23:35
1
ფეხბურთელისადმი მიდგომა,როგოეც მწვრთნელების მხრიდან,ასევე საზოგადოებისაგან არაპროფესიონალურია,სპორთსმენის განვითარების ყველა ეტაპზე,ეს იმიტომ საზოგადოებაში ზოგადად არ ხალისდება,არ არის აყვანილი ეტალონის რანგში მშრომელი,პატიოსანი დაპროფესიონალი ადამიანი.არ არის ნიჭიერების სწორი გაგება ჩამოყალიბებული.
ილია
22 აპრილი 2019 19:54
4
ეს ბიჭი ისეთი ნიჭიერია, რომ მისი ასაკის მიუხედავად, იმსახურებს რომ ითამაშოს მაღალი დონის გუნდებში. მაგრამ მისი ბავშობის მწვრთნელების დაუდევრობის გამო, ამ ფეხბურთელის ფიზიკური განვითარების უნარჩვევები, ძალზედ ჩამორჩება მის ფეხბურთულ ნიჭს და თავისთავად, იმ დატვირთვით, რაც საჭიროა მაღალ დონეზე თამაშიათვის, მისთვის, მისი განუვითარებული(!) კუნთებისათვის საშიშია. სწორედ ასეთივე შემთხვევა იყო და დღემდე სავალალოდ გრძელდება, ლევან მჭედლიძის შემთხვევაშიც.
ავაზა
22 აპრილი 2019 16:58
2
ასეთი ფიზიკურად სუსტი და ჭირიანი ფეხბურთელები არც ქვეყანას არა ჰყავს
giorgi
22 აპრილი 2019 16:52
2
ქართველ ფეხბურთელი და სუსტი ჯანმრთელობა უკვე ნორმაა?!
ირაკლი
22 აპრილი 2019 16:26
1
Espanetshi. Yvela bavshs atamasheben maq 15 cuti tamashebze federacia avaldebulebs klubebs rom yvela bavshma min 15 cuti itamashos ar aqvs mnishnveloba bavshvi karhad tamashobs tu ara coniania tu gamxdari bavshs arc fexburti zizgdeba arc cageba da arc itvirteba ise dzalian rogorc chventan . Tan tamashoben 6X6 ze da ara mtlian moedanze
Emigranti
22 აპრილი 2019 14:53
0
ოპერაცია გაეკეთებია სჯობდა. ყოველთვის ოპერაცია სჯობს, კარგ კლინიკაში რა თქმა უნდა. ზვირია და როგორც ჩანს ფულის გაცემა უჭირთ კლუბებს.
ლევანი
22 აპრილი 2019 14:21
3
სტატიის ავტორს, ბელგიურად როგორაა "ნამატჩევს"???!!!
გიორგი
22 აპრილი 2019 14:03
5
bavshvebs kvirashi 5jer avarjisheben plius erti tamashi tan dziritadi sirbilze da datvirtvebze. holandiashi patarebs 45wuti maximum erti saati avarjisheben tan sul burttan da gasartobi varjishebia. qartvelebs asaki rom ematebat fexburti shezizgebuli aqvt amdeni datvirtvebit ucxoelebi xalisit varjishoben. moednebze saertod laparaki agharaa. arada qartvelebi uketac azrovneben da uketesi teqnikac aqvt ucxoelebtan shedarebit ubralod swori ganvitareba gvaklia. sacodaobaa amdeni tramvebi. giorgis gamojanmrtelebas vusurveb
nik
22 აპრილი 2019 13:52
0
ღმერთო გთხოოვ.ეს ადამიანი გადაარჩინე რამე სერიოზულ ტრამვას.მეტი სათხოვარი არაფერი მაქვს
Buxrika
22 აპრილი 2019 12:47
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული