
პორტუგალიური გამოცემა diariodaregiao წერს, რომ შაბათს, 27 აპრილს გასამართ მატჩში "ვიტორია სეტუბალის" მეკარე გიორგი მაკარიძე კვლავ ძირითად შემადგენლობაში იქნება.
საქმე ისაა, რომ წინა შეხვედრაში "პორტიმონენშეს" წინააღმდეგ 31-ე და 38-ე წუთებზე გიორგი მაკარიძე ხელმა შეაწუხა და ადგილზე მცირე მკურნალობის ჩატარება დასჭირდა. ახლა კი, როგორც აღმოჩნდა, პრობლემა არ გააჩნია და შემდეგ მატჩშიც "ვიტორიას" კარს ის დაიცავს, როგორც ეს უკანასკნელ 8 მატჩში იყო.
27 აპრილს, "ვიტორია სეტუბალი" "სანტა კლარას" გასვლაზე შეხვდება. მატჩი თბილისის დროით 18:30 საათზე დაიწყება.